ქუთაისი 2019 წლის “ყველა ვარსკვლავის მატჩს” უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას წლევანდელ “ოლ სტარში”. გულშემატკივრებმა თავისი ხუთეულები გამოკითხვის მეშვეობით შეარჩიეს, ხოლო ადგილობრივთა და ლეგიონერთა გუნდების მწვრთნელებმა დანარჩენი 7-7 მოთამაშე დაასახელეს.
ტრადიციულად, “ყველა ვარსკვლავის მატჩთან” ერთად გაიმართება კონკურსები 3-ქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში. 3-ქულიანების კონკურსში მონაწილეობას შემდეგი კალათბურთელები მიიღებენ: ოთარ ფხაკაძე (დელტა), მალკოლმ დრამრაითი (დელტა), ჯონათან ლი (ქუთაისი), ჯორდან სვოპშირი (დინამო), ერეკლე ლორთქიფანიძე (რუსთავი) და შარშანდელი “ოლ სტარის” 3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული – რევაზ ჩაჩანიძე (მგზავრები).
ეფექტურ გდებებში ერთმანეთს შეეჯიბრებიან – მარკ ოგდენი (ოლიმპი), ჩარლზ ბენეტი (ოლიმპი) და ჯეიმს მილიკენი (თსუ ჰიუნდაი).
“ყველა ვარსკვლავის მატჩი” ქუთაისის სპორტის სასახლეში, 7 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება.