ALL STAR 2020 (ფოტოგალერეა)

ALL STAR 2020 (ფოტოგალერეა)

ხაშურის სპორტულმა კოპლექსმა სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩს ALL STAR-ს უმასპინძლა.

ადგილობრივ და ლეგიონერთა გუნდების დაპირისპირება ადგილობრივთა გამარჯვებით, ანგარიშით 128:115 დასრულდა.

ტრადიციულად გაიმართა კონკურსები 3-ქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში – ჩატენვებში.

  • 3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული შონ რაუნდთრი გახდა (ქუთაისი)
  • ჩატენვების კონკურსი დევიდ მაკფარლანდმა (თსუ) მოიგო
  • მატჩის საუკეთესო მოთამაშე – MVP გიორგი კორსანტია (თსუ) გახდა.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი.მოთამაშეები და ინდივიდუალური ნომინაციების გამარჯვებულები შესაბამისი პრიზებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა და შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ ხაჩიურმა დააჯილდოვეს.

ოლ სტარის რეგიონებში ჩატარების ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციას და სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას ემსახურება.