ხვალ, 7 თებერვალს, 18:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში 2019 წლის “ოლ სტარი” გაიმართება. წლევანდელ მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი და უცხოელი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან.
გულშემატკივრებმა გამოკითხვის მეშვეობით საკუთარი ხუთეულები აირჩიეს, ხოლო დანარჩენი 7-7 მოთამაშე “ALL STAR”-ის გუნდების მწვრთნელებმა – კოტე ტუღუშმა და ირაკლი ხოშტარიამ დაასახელეს. კოტე ტუღუში ადგილობრივთა გუნდს, ხოლო ირაკლი ხოშტარია – ლეგიონერთა გუნდს გაწვრთნის.
“ყველა ვარსკვლავის მატჩი” ქუთაისის სპორტის სასახლიდან პირდაპირ ეთერში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით გადმოიცემა
➡ www.facebook.com/GeoBasketball
“ყველა ვარსკვლავის მატჩთან” ერთად გაიმართება კონკურსები 3-ქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებეში (ჩატენვებში).
გაგაცნობთ 2019 წლის “ოლ სტარის” მონაწილეებს: