თბილისის სპორტის სასახლემ უპრეცედენტო ,,ოლ სტარს” უმასპინძლა

თბილისის სპორტის სასახლემ უპრეცედენტო  ,,ოლ სტარს” უმასპინძლა

 თბილისის სპორტის სასახლემ ,,ყველა ვარსკვლავთა მატჩს“ უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ,,ადგილობრივთა” და ,,ლეგიონერთა” გუნდები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ,,ლეგიონართა” გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ,ადგილობრივთა” გუნდი 137:125 დაამარცხა. წლევანდელი ,,ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია“ უპრეცედენტო იყო და მისი დამდგმელი რეჟისორი ლაშა ონიანი გახლდათ, რომელიც არაერთი მაშტაბული ღონისძიებების ავტორი გახლავთ. აქამდე ჩატარებული ,,ოლ სტარიდან” 2012 წლის ,,ყველა ვარსკვლავის მატჩი” ყველაზე გამორჩეული იყო შოუს სხვადასხვა ელემენტებით იყო გაფორმებული. ღონისძიება ქართველი მომღერლის სოფო ხალვაშისა და მისი ბენდის ნომრით გაიხსნა, ხოლო შემდეგ გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ,მაყურებელთა წინაშე ,,ადგილობრივთა” და ,,ლეგიონერთა” გუნდის ვარსკვლავები წარდგნენ.  შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო სუპერლიგის ვებ-გვერდზე 6-აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით ჩატარდა გამოკითხვა და გულშემატკივართა საშუალებით სასტარტო ხუთეული გამოვლინდა. კოტე ტუღუშისა და გია გაზანჯიანის გაწვრთნილ ,,ადგილობრივთა” გუნდის სასტრატო ხუთეულში გიორგი ცინცაძე (ოლიმპი), გიორგი გამყრელიძე (ოლიმპი), რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი), გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი) და დუდა სანაძე (დინამო) ირიცხებოდნენ, ხოლო დანარჩენი 7 მოთამაშე მწვრთნელთა მიერ შეირჩა – ბექა ჩიკვილაძე (თსუ), ბექა ბექაური (შსს კადემია), მერაბ ბოქოლიშვილი (შსს აკადემია), დავით საყვარელიძე (არმია), ლევან ფაცაცია (სოხუმი), ლაშა ფარღალავა (სოხუმი) და ლევან ფაცაცია (სოხუმი).  გიორგოს კეცელიდისა და ზურაბ ტომარაძის ,,ლეგიონერთა” გუნდის სასტარტო ხუთეულს ბენჟამენ ვუდსაიდი (არმია) ლარი ბლერი (შსს აკადემია), უილიამ ტომასი (არმია), ჯერემი რიჩადსონი(არმია) და იოაკიმ შელბომი (არმია) წარმოადგენდნენ, ხოლო მწვრთნელთა მიერ არჩეული მოთამაშეებიდან ლეგიონერთა გუნდში ნიკიცა სლიუკა (ოლიმპი), ჯასტინ ტაბსი( შსს აკადემია), ნემანია ილიჩი (თსსუ), ქიენ კარტერი (დინამო), ენტონი მუდი (შსს აკადემია), მილან ოლუიჩი (დინამო) და ივო ჰოგერი (ოლიმპი) ასპარეზობდნენ. პირველი მეოთხედის საწყის წუთებში ქართველები 8:4 დაწინაურდნენ და პერიოდის დასრულებამდე 33 წუთით ადრე 33:27 გავიდნენ წინ, ხოლო მეოთხედის დასასრულს თავიაანთ სასარგებლოდ 35:31 დააფიქსირეს. პირველი ათწუთეულის დასრულების შემდეგ გაიმართა საქულიანების კონკურსი, სადაც მონაწილეობას ნიკიცა სლიუკა (ოლიმპი), ვახტანგ ჩქარეული (თსუ), ლარი ბლერი (შსს აკადემია), მიხეილ ბერიშვილი (ოლიმპი), ბენჟამენ ბუდსაიდი (არმია) და გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი)იღებდნენ.   კონკურსში მონაწილე მოთამაშეებმა ერთი წუთის განმავლობაში 5 სხვადასახვა წერტილიდან 5-5 ბურთი უნდა მოათავსეს კალათში. თითოეული წერტილიდან ნასროლი ბოლო ბურთი 2 ქულად ფასდებოდა, ხოლო დანარჩენი ერთქულიანი იყო. კონკურსის ბოლოს გამოვლინდა ორი ფინალისტი, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. ნიკიცა სლიუკამ 19 ქულა დააგროვა, ვახტანგ ჩქარეულმა – 11, , ლარი ბლერმა – 14, ბერიშვილმა – 13, ბენჟამენ ვუდსაიდმა – 20, , ხოლო გიორგი ბარბაქაძემ – 9. შესაბამისად, კონკურსის ფინალში ნიკიცა სლიუკა და ბენჟამენ ვუდსაიდი მოხვდნენ. საქულიანების კონკურის პირველი ეტაპის დასრულებისთანავე დაიწყო მეორე მეოთხედი, რომელიც კვლავ ,,ადგილობრივთა” გუნდის სასარგებლოდ დაიწყო, თუმცა ლეგიონერთა გუნდი მალევე ამოქმედდა და პერიოდის მიწურულს დაახლოებით 2 წუთით ადრე წინ 10 ქულით, 60:50 გავიდა. დარჩენილ დროში ქართველმა კალათბურთელებმა კვლავ მოახერხეს უპირატესობის მოპოვება და საბოლოოდ ტაიმში 71:68 იმარჯვეს. დღევანდელი ,,ოლ სტარი” აგრეთვე ეძღვნებოდა საქართველოს კალათბურთის ისტორიაში თბილისის ,,დიამოს” ყველაზე დიდ და ბრწყინვალე გამარჯვებას. ზუსტად 50 წლის წინ 1962 წლის 29 ივნისს ლეგენდარულმა ,,დინამომ” მადრიდის ,,რეალთან” დაძაბული ბრძოლის შედეგად ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა. ,,ყველა ვარსკვლავის მატჩის” წამყვანებმა მაყურებელს დიდ შესვენებაზე დინამოელთა ბრწყინვალე გამარჯვება გაახსენეს და მოედანზე ,,დინამოს” ლეგენდარული კალათბურთელები – ილარიონ ხაზარაძე, გურამ მინაშვილი, ამირან სხიერელი და ლევან მოსეშვილი მიიწვიეს (სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო მოსეშვილმა ამ ღონისძიებაზე ვერ მოახერხა), პარალელურად კი სპორტის სასახლეში დამონტაჟებულ ორ დიდ ეკრანზე ისტორიული,,დინამოს” გამარჯვების ამსახველი კადრები გადიოდა. საქართველოს ბანკმა ვეტერან კალათბურთელებს ფულადი ჯილდო გადასცა, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ხაზარაძეს, სხიერელსა და მოსეშვილს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა, ( მინაშვილს ეს წოდება უკვე მიღებული ჰქონდა). ვეტერან სპორტსმენებს სპორტის რაინდის ორდენი სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ გია გალდავამ გადასცა.    დაჯილდოვების შემდგომ ,,ყველა ვარსკვლავის მატჩი” ტანმოვარჯიშეთა ნაკრების შესანიშნვმა ნომერმა დაამშვენა, რომლის დასრულების შემდეგ შოუს წამყვანებმა მაყურებელს 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადა გაახსენეს, გარდაცვლილ კალათბურთელთა ხსოვნას კი გულშემატკივარმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.  სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა ასევე ნიკოლოზ დერიუგინს, რომელსაც 30 აპრილს 50 წელი უსრულდება. იუბილის აღსანიშნავად დერიუგინი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა დააჯილდოვა, ხოლო ვაჟა გვანცელაძეს სპორტისა და ახლგაზდობის საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა. დაჯილდოვების შემდეგ მაყურებლის წინაშე კვლავ სოფო ხალვაში წარსდგა, რომლის ნომერი სამეჯლისო ცეკვების ანსამბლის მიერ იყო გაფორმებული. მესამე მეოთხედი ლეგიონერთა საარგებლოდ დაიწყო, რომლებიც ძალიან აქტიურად ათამაშდნენ და ქართველებს 86:78 გაასწრეს. ამის შემდეგ ლეგიონერებს ხელიდან მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ და ათწუთეულის ბოლო სოლიდური ანგარიშით 107:88 დაწინაურდნენ.   მესამე მეოთხედის დასრულებისთანავე გაიმართა ჩატენვები კონკურსი, სადაც მონაწილეობა ილიცა მილუტინოვიჩმა (ოლიმპი), გრიგოლ შვანგირაძე (თსსუ), ჯასტინ ტაბსი(შსს აკადემია) და დავით ხიზანიშვილი(თსუ) მონაწილეობდნენ. კონკურსანტთა ეფექტური ჩატენვები ჟიურის წვერებმა, გივი ბიჭიაშვილმა, ნიკოლოზ დერიუგინმა და ნოდარ ქორქიამ შეაფასეს. ჟიურის გადაწყვეტილებით ჩატენვების კონკურსის ფინალში ჯასტინ ტაბსი და ილიცა მილუტინოვიჩი გადავიდნენ. მილუტინოვიჩის ჩატენვამ 27 ქულა დაიმსახურა,ხოლო ჯასტინ ტაბსიმ უმაღლესი შეფასება – 30 ქულა მიიღო. რაც შეეხება კონკურსიდან გამოთიშულ მოთამაშეებს, გრიგოლ შვანგირაძემ – 26 ქულა დააგროვა, ხოლო დავით ხიზანიშვილმა – 24.   ჩატენვების კონკურის პირველი ეტაპის შემდეგ გაიმართა სამქულიანების ფინალი, სადაც ერთმანეთს ზემოთ ხსენებული ორი ფინალისტი – ნიკიცა სლიუკა და ბენჟამენ ვუდსაიდი გაეჯიბრნენ. სნაიპერთა ფინალში ნიკიცა სლიუკამ გაიმარჯვა, რომლმაც 20 ქულა დააგროვა. ბენჟამენ ვუდსაიდის მონაგარმა კი 13 ქულა შეადგინა. მეოთხე მეოთხედში ლეგიონერებმა თამაშს კიდევ უფრო მოუმატეს და საბოლოოდ 137:125 იმარჯვეს. მატჩის დასრულების შემდეგ შედგა ჩატენვების კონკურსის ფინალი. ილიცა მილუტინოვიჩისა და ჯასტინ ტაბსის დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. კონკურსის დასასრულს გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი და გამოვლინდა ,,ყველა ვარსკვლავის მატჩის” უძვირფასესი მოთამაშე (MVP). ეს ტიტული შსს აკადემიის უკანახაზელმა ლარი ბლერმა მოიპოვა, რომლის მონაგარიც 31 ქულასა და 9 შედეგიან გადაცემას შეადგენდა.
  დაჯილდოვების ცერემონიალი და 2012 წლის ,,ოლ სტარი” ოპერის მომღერალთა გუნდმა დააგვირგვინა, ხოლო  ღონისძიება სოფო ხალვაშის სიმღერის შესრულებით დასრულდა.

 

მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: მერაბ რატიშვილი