საქართველსო თასის გათამაშების მეორე ნახევარფინალური მატჩი დასრულდა. ქულუხვ დადაძაბულ დაპირისპირებაში სუპერლიგის ლიდერმა “ქუთაისმა” სუპერლიგის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი “ტიტები” 99:95 (სტატისტიკა) დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
ორივე გუნდისთვის საკმაოდ ღირებულია თსის გათამაშება და ცხადია, “ქუთაისიც” და “ტიტებიც” მოსაგებად იყვნენ მომართულნი. ქუთაისის სპორტის სასახლეში მისულმა გულშემატკივარმაც საინტერესო სანახაობა იხილა. შეხვედრის პირველი პერიოდი რეკორდული ანგარიშით – 30:30 ასრულდა. მიმდინარე სეზონში 10-წუთეულში ორივე გუნდს რომ 30 ქულა ჩაეგდოს, არ მომხდარა.
შეხვედრა შემდეგაც თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა და მატჩის ბედი ბოლო წუთებზე, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა. ქუთაისელთა გამარჯვებაში ლომის წილი ჯონათან ლიმ დაიდო, რომელმაც 22 ქულა, 1 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა. 16 ქულა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა ტერენს ტომპსონმა, დავით ლომიძის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. “ტიტებში” 21 ქულით საუკეთსო შედეგი ჰქონდა ლუკ მეიერს, ჟოელ ალმეიდამ 19 ქულა მოაგროვა, ილია ლონდარიძის ანგარიშზე კი 15 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა.
ამ გუნდებს შორის, ისევე როგორც მეორე ნახევარფინალური წყვილის (მგზავრები – დელტა) მატჩი, 23 აპრილს, თბილისში გაიმართება.