ბათუმმა თასის გათამაშების ნახევარფინალი შეავსო

ბათუმმა თასის გათამაშების ნახევარფინალი შეავსო

სტატისტიკა დღეს, ბათუმში გამართულ მატჩში საქართველოს თასის გათამაშების ბოლო ნახევარფინალისტი გამოვლინდა. „ბათუმმა“ „სოხუმს“ უმასპინძლა და 98:84 გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში „დინამოს“ შეუწყვილდა. მეორე წყვილში ერთმანეთს „ქუთაისი“ და „რუსთავი“ დაუპირისპირდებიან.

ბათუმში გამართული შეხვედრა სოხუმელთა უპირატესობით დაიწყო. უკრაინელი მწვრთნელის, ვიტალი ჩერნის გაწვრთნილმა სოხუმელებმა პირველი პერიოდი 28:21 მოიგეს, თუმცა მეორეში მასპინძლებმა თამაშის გამოსწორება მოახერხეს და დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცორეს.

მასპინძლებმა მესამე პერიოდში „სოხუმი“ გატეხეს, როცა პერიოდი 29:15 მოიგეს. დარჩენილ დროსი სოხუმელები ეცადნენ, თუმცა ვითარების გამოსწორება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 84:98 დამარცხდნენ.

მასპინძელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო ბესო ლეჟავამ, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო და მთლიანობაში 23 ქულა მოაგროვა. 19 ქულა მიითვალა იგორ კრივცოვმა, 15 ქულა კი ილია შემოსიუკის ანგარიშზეა. „სოხუმში“ 17-17 ქულა ჰქონდათ დუეინ ლათანს და ალექსანდრ ტიშჩენკოს.