დინამომ თასის გათამაშების ფინალის საგზური მოიპოვა

დინამომ თასის გათამაშების ფინალის საგზური მოიპოვა

სტატისტიკა  გალერეასაქართველოს თასის გათამაშების პირველი ფინალისტი ცნობილია. „დინამო თბილისმა“ ოლიმპიურ სასახლეში „ბათუმს“ უმასპინძლა და 106:82 გამარჯვებით სატიტულო მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ნახევარფინალური მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული. სუპერლიგის ლიდერმა დინამოელებმა პირველი პერიოდი დამაჯერებლად – 31:22 მოიგეს, ხოლო ტემპი არც მეორეში დააგდეს და დიდ შესვენებაზე 21-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 61:40. ზღვისპირულმა გუნდმა ვითრება ოდნავ გამოასწორა მესამე პერიოდში, მაგრამ საერთო სცენარი ვერ შეცვალა.

მესამე ათწუთეულის 23:19 მოგებით ბათუმელებმა ჩამორჩენა 17 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი. დინამოელებმა თამაში ისე ჩაამთავრეს, მეტოქეს მიახლოების შანსი არ მისცეს. გამარჯვებუთგან 22 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო შედეგი დეონტა ვონმა აჩვენა. 19 ქულა მოაგროვა მიხეილ ბერიშვილმა, ხოლო მიხეილ ჭოჭუამ დინამოელებს 18 ქულა მიაშველა. სმმაგ დუბლს მიუახლოვდა ლევან ფაცაცია – 13 ქულა, 9 პასი, 8 მოხსნა. ბათუმელთაგან 15 ქულით კახა ჯინჭარაძე გამოირჩა,  14 ქულა მოაგროვა ილია შემოსიუკმა, ხოლო იგორ კრივცოვმა
13 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

მეორე ნახევარფინალური მატჩი დღეს, ქუთაისში გაიმართება. „ქუთაისისა“ და „რუსთავის“ შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება.

 მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): „პირველ რიგში, ეს მატჩი თავისი მნიშვნელობით ძალიან პრინციპული იყო ჩვენთვის. ეს იყო ნახევარფინალი, თამაშდებოდა ფინალის საგზური და მკაყოფილები ვართ, რომ გავიმარჯვეთ. ამ მატჩისთვის ვემზადებოდით, „ბათუმი“  ახალი არაფერი, ვიცნობთ ამ გუნდს და მოვახერხეთ დამარცხება და ფინალი გასვლა. ეხლა კი დაველოდებით ჩვენს მეტოქეს“.

დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): „დინამომ დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენი მიზანია უახლოესი დარჩენილი თამაშები, რაც რეგულარულ ჩემპიონატში დაგვრჩა მაქსიმალურად კარგად ჩავატაროთ და შემდგომ შევინარჩუნოთ ადგილი სუპერლიგაში.“