დინამომ ვითა დაამარცხა და თასის ნახევარფინალში გავიდა

დინამომ ვითა დაამარცხა და თასის ნახევარფინალში გავიდა

სტატისტიკა სუპერლიგის მეოთხეადგილოსანმა „დინამომ“ პირველი ლიგის მონაწილე „ვითას“ ოვერტაიმში, 86:80 მოუგო და საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა, სადაც „რუსთავს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მეოთხედფინალური მატჩი დიდად პრინციპული იყო, რადგან მას უნდა გამოეჩინა VTB-ლიგაში მოასპარეზე ერთადერთი ქართული გუნდის რეალური ძალა სუპერლიგასთან მიმართებაში. „დინამომ“ ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა და დამსახურებულად მოიპოვა საქრთველოს თასის გათამაშების ნახევარფინალის საგზური.

სათქმელია, რომ ეს მატჩი თანაბრად შეიძლებოდა მოეგო როგორც ერთ, ისე მეორე გუნდს. თამაშის ძირითადმა დრომ უძლიერესი ვერ გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ ვითელებმა სადებიუტო ლიდერობა მოიპოვეს და საწყისი პერიოდი 26:15 მოიგეს, მეორე პერიოდიდან დინამოელები ამოქმედდნენ და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 4 ქულამდე შეკვეცეს – 34:39.

მეორე ნახევრიდან დინამოელებმა ჯუევალ მაილსის შედეგიანობით იხეირეს და ანგარიში ხომ გაათანაბრეს, დარჩენილ დროში მეტოქეს ტოლი აღარ დაუდეს. „ვითა“ დინამოელებს არაფერს უთმობდა და ირაკლი ჩლაიძის, ბექა წივწივაძის და ანდრე ჯონსის შედეგიანობის წყალობით ლიდერობას ინარჩუნებდა. ძირითადი დროის  ბოლო წამებამდე თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, რომელიც ფრედ – 75:75 დასრულდა.

დამატებით ხუთწუთეულში გიორგი შარაბიძისა და მაილსის ზუსტი სროლების წყალობით დიანამოელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და თასის ნახევარფინალური საგზურის მოპოვება რეალობად აქციეს. საბოლოოდ „დინამომ“ 86:80 გაიმარჯვა და თასის ფინალისკენ მიმავალი გზიდან „ვითა“ ჩამოიცილა.

გამარჯვებულებს 25 ქულით, 8 მოხსნით და 7 პასით ჯუევალ მაილსმა ულიდერა. 13 ქულა მოაგროვა ილია ლონდარიძემ, ხოლო 12 – გრიგოლ შვანგირაძემ. „ვითაში“ 23 ქულით და 10 მოხსნით ანდრე ჯონსი გამოირჩა, ხოლო ირაკლი ჩლაიძემ 20 ქულა მიითვალა.

„დინამო“ თასის გათამაშების ნახევარფინალშია და სატიტულო მატჩი გასასვლელად „რუსთავს“ დაუპირისპირდება.

დინამო – ვითა   86:80