მეოთხედფინალის საგზურისთვის თსსუ და თსუ იბრძოლებენ

მეოთხედფინალის საგზურისთვის თსსუ და თსუ იბრძოლებენ

დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო 2012 წლის საქართველოს თასის გათამაშებამ, სადაც სუპერლიგაში მონაწილე 11-ვე გუნდი იიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ პირველი წრის სატურნირო მდგომარეობის  მიხედვით პირველი 7 გუნდი (არმია, ქუთაისი, ოლიმპი, სოხუმი, შსს, სტუ,დინამო) პირდაპირ მეოთხედფინალშია დაშვებული, ხოლო 8-11 (თსუ,თსსუ,ბათუმი,რუსთავი) ადგილზე გასული გუნდებმა დღეს მეოთხედფინალის საგზური გაითამაშეს.

12 საათზე გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა თსსუ-სა  და ,,ბათუმი-რსუ-ს“ შორის, სადაც ,,მედიკოსებმა: 88:72 იმარჯვეს.  მატჩის პირველი ნახევარი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე ათწუთეულის შუწელში სამედიცინო გააქტიურდა და 10 ქულიან უპირატესობას უწია – 48:38. საბოლოოდ პირველ ტაიმში ,,მედიკოსებმა“ 48:40 იმარჯვეს. შეხვედრის მეორე ნახევარი კვლავ თსსუ-ს სასარგებლოდ წარიმართა, რომელთაც ,,ზღვისპირელებთან“ საბოლოოდ დამაჯერებლად იმარჯვეს. ,, ბათუმის“ შემადგენლობაში 21-21 ქულა ლაშა კეშელავამ და ირაკლი მიქელაძემ  მიითვალეს, ამ უკანასკნელმა კი 9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს 25 ქულით ნემანია ილიჩმა ულიდერა, 13 ქულითა და 16 მოხსნით კი ორმაგი დუბლი აკაკი დვალიშვილის ანგარიშზეა.

საინტერესო და დაძაბული გამოდგა თსუ-,,რუსთავის“ შეხვედრა, სადაც 96:89 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა იმარჯვა და მეოთხედფინალის საგზურისთვის თსსუ-ს დაუპირისპირდება. შეხვედრის პირველი ნახევარი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომელიც რუსთაველებმა მინიმალური სხვაობით, 49:48 მოიგეს. დაზაბული გამოდგა მატჩის მესამე ათწუთეულიც,  სადაც გუნდებმა კვლავ თანაბრად ითამაშეს და ტაბლოზეც ფრე დააფიქსირეს -79:79. გადამწწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე, დასკვნითი პერიოდი, რომელშიც საბოლოოდ თსუ-მ  იძალა და მიუხედავად რუსთავის აქტიურობისა, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტური წარმატებით დაძლია. ,,სტუდენტებს“ 24 ქულით თორნიკე ნინიაშვილმა ულიდერა, ხოლო ,,ქვემოქართლელების“ მხრიდან 33 ქულით საუკეთესო ლევან ხმელიძე აღმოჩნდა.

ამრიგად, ხვალ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტუდენტური დერბი გაიმართება, სადაც თსუ და სამედიცინო უნივერსიტეტი მეოთხედფინალის საგზურს გაითამაშებენ. მატჩი 16 საათზე  შედგება.

თსსუ – ბათუმი

თსუ – რუსთავი