სტატისტიკადღეს საქართველოს თასის გათამაშების კიდევ ერთი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. „ქუთაისმა“ „ოლიმპს“ უმასპინძლა და 71:50 სძლია, რითაც მეოთხედფინალური ბარიერი დაძლია.
იმერულ კლუბს გამარჯვება არ გასჭირვებია. პირველი პერიოდი ქუთაისელებმა 23:13 მოიგეს, ხოლო მეორეში 20:13 იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის 17 ქულით გალიდერდნენ. მესამე ათწუთეულში მასპინძლებმა ლიდერობა 21 ქულამდე გაზარდეს და მატჩის ბედიც გაარკვიეს. ბოლო მეოთხედი ფორმალობა გამოდგა, რომელიც ფრედ დასრულდა და ქუთაისელთა საბოლოო გამარჯვებაც დაფიქსირდა.
მასპინძელთაგან ბომბარდირი ბექა ბექაური გახდა, რომელსაც მხოლოდ 10 ქულა დაუგროვდა. თბილისელთაგან 12 ქულით საუკეთესო შედეგი ირაკლი მიქელაძემ დაფიქსირა.
„ქუთაისს“ ნახევარფინალში „რუსთავი“ ელის. ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა ხვალ გაირკვევა. ბათუმში ადგილობრივი გუნდი „სოხუმს“ უმასპინძლებს და გამარჯვებული ნახევარფინალში 15 თებერვალს გასულ „დინამოს“ შეუერთდება.