თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია. 19 მარტს თბილისსა და ბათუმში მეოთხედფინალური სერიის 2 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან 1 დასრულდა, მეორეში კი ანგარიში გათანაბრდა.
თბილისში “კაკტუსმა” “ქუთაისს” უმასპინძლა და 66:91 დამარცხდა. შესაბამისად, სერიაში ქუთაისელებმა იმარჯვეს, რომლებსაც პირველი მატჩი შინაურ დარბაზში ჰქონდათ მოგებული. “კაკტუსს” ტრავმის გამო აკლდა ანატოლი ბოისა, დელანო სპენსერი და წინააღმდეგობა ვერ გაუწია მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ფავორიტს.
“ქუთაისი” ნახევარფინალშია და ელოდება მეტოქეს, რომელიც “ტიტები”-“ოლიმპის” წყვილში უნდა გამოვლინდეს. სერიას ტიტები 1:0 იგებენ, მომდევნო შეხვედრა კი 2 აპრილს გაიმართება.
რაც შეეხება ბათუმში გამართულ მატჩს, ის თბილისის “დელტას” გამარჯვებით – 74:60 დასრულდა. ბათუმელებს გამარჯვება ჰყოფნიდათ ნახევარფინალში გასასელად, თუმცა ვერ შეძლეს მობილიზებული და მოსაგებად მომართული დელტელების დამარცხება. სერიაში ანგარიში გათანაბრდა და გამარჯვებულს მესამე, გადამწყვეტი მატჩი გაარკვევს.