საქართველოს თასის გათამაშების ბოლო მეოთხედფინალისტი ცნობილია. მართალია, 3 ნახევარფინალისტი გარკვეულია, თუმცა ბოლო მეოთხედფინალური წყვილის გამოვლენა „ვითას“ გადატვირთული საერთაშორისო კალენდრის გამო დღემდე ვერ მოხერხდა. ვითელებმა პირველ საკვალიფიკაციო მატჩში „წყალტუბოს“ სძლიეს და თასის გათამაშების მეოთხედფინალში გასასვლელად სუპერლიგის ბოლოადგილოსან „აკადემიას“ დაუპირსპირდნენ.
კენჭისყრის თანახმად, საკვალიფიკაციო მატჩის გამარჯვებულს მეოთხედფინალში „დინამო“ ელოდებოდა. „ვითასა“ და „აკადემიის“ დაპირისპირება უთანასწორო გამოდგა, ნიკოლაის მაზურსის გაწვრთნილმა ვითელებმა შანსი არ დაუტოვეს აკადემიელებს და საბოლოოდ 84:61 იმარჯვეს.
22 ქულითა და 9 მოხსნით ვითელთაგან საუკეთესო იყო ომარ ტომასი. 15 ქულა დააგროვა ანდრე ჯონსმა, ხოლო კონსტანტინ ანიკიენკოს ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. „აკადემიაში“ 18 ქულით რეი-არ სთროუბრიჯი გამოირჩა, ხოლო 14 ქულა მორის ბრიგსის ანგარიშზე დაგროვდა.
„ვითა“ მეოთხედფინალში „დინამოს“ დაუპირისპირდება და გამარჯვებული ნახევარფინალში „რუსთავს“ შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „სოხუმი“ და „ რუსთავი“ ხვდებიან
აკადემია – ვითა 61:84