2002-წლიანთა მინიფესტივალის ფინალში “დინამო” და “აჭარის ნაკრები შეხვდებიან

2002-წლიანთა მინიფესტივალის ფინალში “დინამო” და “აჭარის ნაკრები შეხვდებიან

2002-წლიანთა საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალის ფინალში „დინამო“ და აჭარის ნაკრები ითამაშებენ. დღეს, ნახევარფინალურ მატჩებში სწორედ ამ გუნდებმა იმარჯვეს და ჩემპიონობისთვის ერთმანეთს 11 ივნისს დაუპირისპირდებიან.
ფესტივალი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ტურნირის სპონსორი „პრივატბანკია“, რომელმაც სპეციალურად ბავშვებისთვის „ჯუნიორ-ქარდი“ შემოიღო და ფესტივალის მონაწილეებს უსასყიდლოდ დაუმზადა.
დღევანდელი ნახევარფინალები საინტერესო გამოდგა, განსაკუთრებით კი „დინამოსა“ და „ქუთაისის“ დაპირისპირება იყო დაძაბული. მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 42:42 დასრულდა, დამატებით 3-წუთეულში კი დინამოელებმა იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.
მეორე ნახევარფინალში აჭარლებმა შედარებით იოლად – 44:32 სძლიეს „ჰიუნდაის“. ჰიუნდაელებმა გასულ თვეში 2002-წლიანთა თბილისის ფესტივალი მოიგეს, თუმცა აჭარის ნაკრებმა მათ საქართელოს ფესტივალზე ფინალის გზა გადაუღობა.
11 ივნისს, 15:10 საათზე, საკალათბურთო აკადემიაში ფინალური მატჩი გაიმართება, მანამდე კი მესამე ადგილისთვის მატჩში „ქუთაისი“ და „ჰიუნდაი“ დაუპირისპირდებიან.
9 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
ქუთაისი – დინამო        46:48
15:12, 3:9, 12:8 12:13, 4:6
ქუთაისი: მერკვილაძე (27), კაპანაძე (8)
დინამო: გელოვანი (16), ბიგანიშვილი (8)

აჭარა – ჰიუნდაი           44:32
9:11, 13:6, 4:7, 18:8
აჭარა: ოჩხიკიძე (14), ზაქარაძე (9)
ჰიუნდაი: გოგაძე (24)