2002-წლიანთა საქართველოს ფესტივალზე გუნდები მეოთხედფინალში დაწყვილდნენ

2002-წლიანთა საქართველოს ფესტივალზე გუნდები მეოთხედფინალში დაწყვილდნენ

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარე საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალის ჯგუფური ეტაპი დასრულდა.  გამოვლინდა ის 8 გუნდი, რომლებიც ბრძოლას ჩემპიონობისთვის აგრძელებენ.
გათამაშების ფორმატის თანახმად თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გუნდი გავიდა. „ა“ ჯგუფიდან“ მეოთხედფინალის საგზურები „ქუთაისმა“ და „ჰიუნდაიმ“ მოიპოვეს, ხოლო „ბ“-ში მეორე ადგილის მფლობელი დღევანდელ მატჩში გაირკვა. აჭარის ნაკრებს პირველობა განაღდებული ჰქონდა, მეორე ადგილისთვის კი ერთმანეთს „მართვე“ და TBC დაუპირისპირდნენ. დაძაბულ მატჩში მართველებმა 2 ქულის სხვაობით – 33:31 იმარჯვეს და პლეი ოფში გავიდნენ.
„გ“ ჯგუფიდან“ წარმატებულები „დინამო“ და „ოვერტაიმი“ აღმოჩდნენ, ხოლო ერთადერთ 6-გუნდიან ჯგუფში I-II ადგილები შესაბამისად „აკადემია 2“-მა და „სოხუმმა“ დაიკავეს.
მეოთხედფინალური მატჩები 8 ივნისს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.

6 ივნისი. კალათბურთის აკადემია
ბასტიონი – ვარსკვლავები   20:0 (ტექნიკური ანგარიში)
ორბი – გორი                           40:37
აკადემია 2 – სოხუმი             45:20
მართვე – TBC                         33:31