2003-წლამდელთა მინისაკალათბურთო ფესტივალის ფინალში “აკადემია” და “ოვერტაიმი” შეხვდებიან

2003-წლამდელთა მინისაკალათბურთო ფესტივალის ფინალში “აკადემია” და “ოვერტაიმი” შეხვდებიან

2003 წელს დაბადებულთა საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალის ფინალში ერთმანეთს „აკადემია 1“ და „ოვერტაიმი“ შეხვდებიან. ტურნირი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალები ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
„აკადემია 1“-მა 1 ქულით – 36:35 დაამარცხა „რუსთავი“ და ფინალის საგზური მოიპოვა. 2-ქულიანი სხვაობით დასრულდა „დინამოსა“ და „ოვერტაიმის“ შეხვედრა. გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა და ისეთი ფინალი მივიღეთ, რაც თბილისის მინისაკალათბურთოო ფესტივალზე – „აკადემია“ – „ოვერტაიმი“. ამ გუნდების შეხვედრა თბილისის ფესტივალზე აკადემიელთა 2-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.
ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი, ხვალ გახდება ცნობილი. მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „რუსთავი“ შეხვდებიან.