2003 წლიანთა საქართველოს ფესტივალი დაიწყო

2003 წლიანთა საქართველოს ფესტივალი დაიწყო

22 ივნისს საკალათბურთო აკადემიაში საზეიმოდ გაიხსნა 2003-წლიანთა საქართველოს ფესტივალი. ტურნირის მონაწილე 15-ივე გუნდი დარბაზში შეიკრიბა. მონაწილეებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა ნუგზარ კევლიშვილმა მიმართეს, მათ მონაწილე გუნდებს ფესტივალის გახსნა მიულოცეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.

მინი-კალათბურთის ფესტივალი ხორციელდება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით.

2003 წელს დაბადებულთა საქართველოს მინი-ფესტივალში შემდეგი გუნდები იასპარეზებენ: ქუთაისი, გორი, შევარდენი, ოზურგეთი, რუსთავი, ხაშური, აჭარის ნაკრები, აკადემია 1, აკადემია 2, მართვე, ოვერტაიმი, იბერი, დინამო, აქსე და მაკაბი.