დინამომ 2002-წლიანთა ფესტივალის ფინალში აჭარის ნაკრები დაამარცხა

დინამომ 2002-წლიანთა ფესტივალის ფინალში აჭარის ნაკრები დაამარცხა

გალერეა

დასრულდა 2002 წელს დაბადებულთა საქართველოს ფესტივალი
მინიკალათბურთში, რომელიც „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” ორგანიზებითა
და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა. გამარჯვება „დინამომ“
მოიპოვა“, რომელმაც ფინალურ მატჩში ,,აჭარის ნაკრები” დაძაბულ ბრძოლაში – 43:38 დაამარცხა.

ფინალამდე გაიმართა მატჩი მე-3 ადგილისთვის, რომელშიც
ერთმანეთს „ქუთაისი“ და „ჰიუნდაი“ შეხვდნენ. იმერულმა კლუბმა, რომელმაც ნახევარფინალში
დამატებით დროში დათმო შეხვედრა მომავალ ჩემპიონ „დინამოსთან“, ბრინჯაოს მედლები  მოიგო. ქუთაისე~ლებმა ჰიუნდაელებს 60:41 სძლიეს.

ფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. თავიდან ბოლომდე
თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, რომელშიც უმეტესწილად აჭარლები ლიდერობდნენ. მატჩის
ბედი „დინამოს“ სასარგებლოდ ბოლო 2 წუთში გადაწყდა, როცა მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა
გუნდმა 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების
ცერემონიალი, რომელზეც ფესტივალის გამორჩეული მოთამაშეები და საპრიზო ადგილებზე გასული
გუნდები დააჯილდოვეს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ფესტივალის მონაწილე ყველა გუნდის
2-2 გამორჩეული მოთამაშისთვის დააწესა საჩუქრები. მოთამაშეებს ეროვნული ნაკრების მაისურები
ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ
გადასცა.


მესამე ადგილზე გასული ქუთაისის გუნდი ბრინჯაოს მედლებითა
და სიგელებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციიდან
ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა.


მეორე ადგილოსან ,,აჭარის ნაკრებს” ვერცხლის მედლები და სიგელები
ვეტერანმა კალათბურთელებმა ვალერი ლომაძემ
და ანტონ კაზანჯიანმა გადასცეს.

მინიკალათბურთის
ფესტივალის გენერალურმა სპონსორმა – „პრივატბანკმა“ ფესტივალის მონაწილეებისთვის დააწესა
სხვადასხვა პრიზი.
ტურნირის ყველა
მონაწილეს უფასოდ დაუმზადდა პრივატბანკის  საბანკო
ბარათი.
ასევე, ,,პრივატბანკმა” დააჯილდოვა ფესტივალის საუკეთესო სამი გუნდი სამახსოვრო პრიზებით.
მე-3 ადგილზე გასული
გუნდი დაჯილდოვდა ,,პრივატბანკის” ბრენდირებული მაისურებით და შორტებით .

მე-2 ადგილზე გასული
გუნდიც დაჯილდოვდა ,,პრივატბანკის” ბრენდირებული მაისურებით და შორტებით.

ჩემპიონი გუნდის
სრულ შემადგენლობას გადაეცა ,,პრივატბანკის” ბრენდირებული მაისურები და შორტები. ასევე
გუნდის ყველა წევრს  „პრივატბანკის“  ჯუნიორ ქარდზე დაერიცხებათ 50-50 ლარი.
გამარჯვებულები  ,,პრივატბანკის”  პრობლემური დავალიანების დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ნოზაძემ დააჯილდოვა.


ტურნირზე დაწესებული იყო საუკეთესო მოთამაშის პრიზი. 2002-წლიანთა
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე
(MVP) ,,აჭარის ნაკრების” წევრი გიორგი ოჩხიკიძე გახდა. საუკეთესო მოთამაშისთვის
ფესტივალის სპონსორმა „პრივატბანკმა“ დააწესა ფულადი ჯილდო – 200 ლარი, რომელიც გიორგი
ოჩხიკიძეს პრივატბანკის პირად საბანკო ბარათზე დაერიცხება.

ჩემპიონები ოქროს მედლებითა და სიგელებით ბავშვთა და ახალგაზრდობის
ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ
დააჯილდოვა. გამარჯვებულ გუნდს კომპანია „ბარამბოსგან“ საჩუქრად  ტკბილეული გადაეცა.

ჩემპიონი
გუნდის კაპიტანს საჩემპიონო თასი
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა
მიხეილ
გაბრიჩიძემ გადასცა.

დინამო (ჩემპიონი)

აჭარის ნაკრები (II ადგილი)

ქუთაისი (III ადგილი)

11
ივნისი. საკალათბურთო აკადემია

მე-3 ადგილისთვის

ქუთაისი –
ჰიუნდაი               60:41

21:6,
16:11, 7:12, 16:12

ქუთაისი: მერკვილაძე (20), ძიძიგური (14)

ჰიუნდაი: გოგაძე (22), ჭიჭინაძე (6)

ფინალი

დინამო –
აჭარა                       43:38

9:11,
12:11, 11:12, 11:4

დინამო: ბიგანიშვილი (12), კილაძე (8),
გელოვანი (6)

აჭარა: ოჩხიკიძე
(17), ზაქარაძე (14)