მინი კალათბურთი: აკადემიამ ფინალში ჰიუნდაის მოუგო და ჩემპიონი გახდა

მინი კალათბურთი: აკადემიამ ფინალში ჰიუნდაის მოუგო და ჩემპიონი გახდა

აკადემიამ“ დუბლი შეასრულა.
ალექსანდრე ჯაფარიძის და ირაკლი ტომარაძის გუნდმა 2001-წლიანებში მოგებულ თბილისის ჩემპიონატს საქართველოს პირველობაც მოაყოლა.

„აკადემიამ“ ფინალურ მატჩში „ჰიუნდაის“ დამაჯერებლად – 65:43 მოუგო და 12-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა და კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალის ფინალში. 4 ივნისს გამართულ ფინალში „აკადემიამ’ 49:39 დაამარცხა „ჰიუნდაი“ და დედაქალაქის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა. დღეს კი ეს გუნდები უკვე საქართველოს ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ. კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ქვეყნის 2001-წლამდელთა პირველობა ამ გუნდების საჩემპიონო მატჩით დასრულდა.
ფინალური შეხვედრის პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველ მეოთხედში „ჰიუნდაიმ“ ფეიქრიშვილის აქტიურობით ლიდერობა მოიპოვა და საწყისი 8-წუთეული (მინიკალათბურთში მეოთხედი 8 წუთს გრძელდება) 15:0 მოიგო. 15-ივე ქულა ფეიქრიშვილმა ჩააგდო.
წესების თანახმად მეორე პერიოდში ის მოთამაშეები ვეღარ გადიან მოედანზე, რომლებმაც პირველსი ითამასეს. აკადემიელთა მეორე ხუთეული „ჰიუნდაიზე’ გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა. რატი ანდრონიკაშვილმა მეტოქის დაცვა ინდივიდუალურობის ხარჯზე დაჯაბნა და მეორე პერიოდში 14 ქულა ჩააგდო – „აკადემიამ“ კი მეტოქეს 8-წუთეული 14:5 მოუგო და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა.
მესამე მეოთხედში გუნდებს ნება დაერთოთ გაერთიანებული ხუთეულებით ეთამაშეათ – ანუ მოედანზე ნებისმიერი კალათბურთელი გაეყვანათ. ფიცარნაგს დაუბრუნდა ჰიუნდაელი ფეიქრიშვილი, მაგრამ ის ისეთივე შედეგიანი აღარ იყო, როგორც პირველ მეოთხედში. „აკადემიამ“ მესამე პერიოდი 19:13 მოიგო, საბოლოოდ კი 22 ქულის სხვაობით – 65:43 გაიმარჯვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ტურნბირზე პლეი ოფში გასული 8 გუნდის 2-2 გამორჩეული მოთამაშე კალათბურთის ფედერაციისგან ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურებით დაჯილდოვდა. ფინალის მონაწილეებს მედლები, დიპლომები, სიგელები და ნაკრების წევრთა მაისურები სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ და მსაჯთა კავშირის პრეზიდენტმა როლანდ ხომერიკმა გადასცეს.

18 ივნისი. საჯალათბურთო აკადემია
ჰიუნდაი – აკადემია  43:65 (15:10, 5:14, 13:19, 10:22)
ჰიუნდაი: ბ. ფეიქრიშვილი (24), დ. ქავთარაძე (17), დ. გოგაძე (2)

აკადემია: მ. ზურაბაშვილი (30), რ. ანდრონიკაშვილი (19)ლ. მიქელაძე (5)

გთავაზობთ იმ მოთამაშეთა სიას, რომლებიც ჩემპიონატში გამორჩეულნი იყვნენ და ორგანიზატორებისგან ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურები გადაეცათ:
დინამო: სულხანიშვილი ირაკლი,     წირღვავა გიორგი
სოხუმი:  გიორგაძე ნიკა,   ზაქარეიშვილი ირაკლი
გორი:  თავაქარაშვილი ვოვა,      ქურდაძე ვახტანგი
ჰიუნდაი: ფეიქრიშვილი ბიძინა, ქავთარაძე დაჩი
მართვე: მთვარაძე სანდრო,  კოხრეიძე რომანი
აკადემია:    ანდრონიკაშვილი რატი,   ზურაბაშვილი მიხეილი
დაჯილდოვების ცერემონიალს ვერ დაესწრნენ რუსთავისა და ორბის გამორჩეული მოთამაშეები:
რუსთავი:  ნოზაძე ზურაბი,   ტაბაღუა გიგი

ორბი: ნიკოლაიშვილი ნიკა, გორგაძე გაბრიელი