მინი კალათბურთი დაიწყო

მინი კალათბურთი დაიწყო

13 ივლისიდან სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 2001 წლამდე დაბადებულთა შორის. ტურნირი მინიკალათბურთის წესებით ტარდება, რაც 8-წუთან მეოთხედებს, შეტევისთვის შეუზღუდავ დროს და სხვა განსხვავებულ წესებს გულისხმობს.

ცოტა ხნის წინ დასრულდა ამ ასაკის თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალი, რომელიც დედაქალაქის კალათბურთის განვითარების კავშირმა ჩაატარა. დღეს დაწყებული ჩემპიონატის ორგანიზატორი კი საქართველოს კალათბურთის ფედერაციაა და მასში ქვეყნის არაერთი რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობს.
ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. თბილისურთან ერთად ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ გურიის, იმერეთის, ქართლისა და სამეგრელოს გუნდები.
ა ჯგუფი: ჰიუნდაი, გორი, ბასტიონი, მაკაბი
ბ ჯგუფი: კარდინალი, ფოთი, აქსე, დინამო
გ ჯგუფი: აკადემია, რუსთავი, კაკტუსი, ხაშური
დ ჯგუფი: მართვე, ოზურგეთი, თსუ, სოხუმი
თამაშები ჯგუფებში ერთ წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც 2-2 საუკეთესო, ანუ ჯამში 8 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს. ტურნირის ყველა მონაწილეს საჩუქრად კალათბურთის ფედერაციის „წლის წიგნი 2011-12“ გადაეცათ. წარმატებულ გუნდებს და გამორჩეულ მოთამაშეებს ტურნირის ბოლოს არაერთი საჩუქარი ელით.
დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 4, ხოლო 53-ე სკოლაშიც 4 მატჩი გაიმართა, რომლის შედეგებსაცდაბლა გთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ “რუსთავთან” სათამაშოდ არ გამოცხადდა “კაქტუსი”, რომელსაც 0:20 ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.
მართვე – სოხუმი  17:32 (4-9; 4-7; 6-6; 3-10)
მართვე: თვარაძე (6ქ.)
სოხუმი: ნიკოლაძე (10ქ.)

ჰიუნდაი – მაკაბი  44:15 (10-3; 26-2; 8-2; 10-8)
ჰიუნდაი: ქავთარაძე (18ქ)
მაკაბი: ამირხანაშვილი (6ქ)

ბასტიონი – გორი 33:55 (10-14; 5-11; 9-9; 9-21)
ბასტიონი: გოლიაძე (14ქ)
გორი: ქურდაძე (19ქ)
აკადემია – ხაშური  80:9  (24-2; 22-5; 12-2; 22-0)
აკადემია: გოდერძიშვილი (10ქ), წერეთელი (10ქ), ცხვირაშვილი(10ქ)
ხაშური: კოპაძე (3ქ)
ორბი – დინამო      38:23 (14:3, 3:8, 12:3, 9:9)
ორბი: გ. ბიჭიაშვილი (10)
დინამო: ლ. გელოვანი (6)

რუსთავი – კაკტუსი         20:0 (ტექნიკური ანგარიში)

ოზურგეთი – თსუ
17:24 (0:12, 10:4, 2:6, 5:2)
ოზურგეთი: ნ. კიშკო (15)
თსუ: ლ. კორსავა (16)

ფოთი – აქსე          45:37 (12:2, 12:12, 12:12, 9:11)
ფოთი: ბექაია (12)

აქსე: ი. რურუა (9)