მინიკალათბურთის ფესტივალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

მინიკალათბურთის ფესტივალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

2002 წელს დაბადებულთა საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. მეოთხედფინალურ მატჩებს საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა.

ფესტივალი “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” ორგანიზებით და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მასში თავდაპირველად 21 გუნდი მონაწილეობდა. ჯგუფური ეტაპისა და პლეი ოფის პირველი წრის შემდეგ ტურნირს 4 გუნდი შემორჩა – “ქუთაისი”, აჭარის ნაკრები, “ჰიუნდაი” და “დინამო”.

დღეს გამართული მეოთხედფინალებიდან ყველაზე საინტერესო ბრძოლა აჭარისა და “ოვერტაიმის” მატჩში გაჩაღდა. პირველი მეოთხედის 4:10 წაგების შემდეგ ზღვისპირელებმა თამაშში ძირითადი მოთამაშეები ჩართეს და ვითარება გამოასწორეს. მეორე მეოთხედის 8:1 მოგებით სტუმრებმა მეტოქე გატეხეს და საბოლოოდ 9 ქულით იმარჯვეს.

9 ქულით იმარჯვა “ჰიუნდაიმაც”, რომელმაც საჩემპიონო გზას “აკადემია” ჩამოაშორა. 19-ქულიანი სხვაობა დაფიქირდა დარჩენილ 2 მეოთხედფინალში – “დინამომ” “მართვეს” 63:44 მოუგო, ხოლო “ქუთაისმა” “სოხუმს” 50:31 მოუგო.

ნახევარფინალური მატჩები 9 ივნისს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.

8 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
დინამო – მართვე             63:44
18:17, 16:15, 13:10, 16:2
დინამო: ბიგანიშვილი (16), კილაძე (12)
მართვე: სახოკია (16), ჩარბაძე (11)

აკადემია 2 – ჰიუნდაი     34:43
10:9, 12:13, 4:10, 8:11
აკადემია 2: ჩხეიძე (12), გოდერძიშვილი (10)
ჰიუნდაი: ჭიჭინაძე (11), გოგაძე (10)

ქუთაისი – სოხუმი          50:31
20:7, 10:10, 8:6, 12:8
ქუთაისი: მერკვილაძე (13)
სოხუმი: ბაშალეიშვილი (14)

აჭარა – ოვერტაიმი          36:27
4:10, 8:1, 14:6, 10:10
აჭარა: ოჩხიკიძე (14), ზაქარაძე (10)
ოვერტაიმი: ჯმუხაძე (10), ჭეიშვილი (6)