ნახევარფინალისტები ცნობილნი არიან

დღეს, 53-ე საშუალო სკოლის დარბაზში 2001-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. 1 თამაშის გარდა ყველა მატჩი დაძაბული გამოდგა. „ჰიუნდაიმ“ პირველი მეოთხედი 17:4 მოუგო „მართვეს“ და ცხადყო, რომ ნახევარფინალში თავად გავიდოდა, დანარჩენ მატჩებში კი გამარჯვებული ბოლო წუთებამდე უცნობი იყო.

„აკადემიასა“ და „დინამოს“ დაპირისპირება თავიდან და მატჩის ბოლო მეოთხედამდე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ბოლო წუთებზე მატჩის ბედი აკადემიელი მიშო ზურაბაშვილის კარგმა თამაშმა განაპირობა. ბოლო წუთებზე მოიგო „გორმაც“, რომელსაც „სოხუმმა“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ის გარჯა, რაც მთელი თამაშის მანძილზე შედეგიანად გასწია, ბოლო 2 წუთში წყალს გაატანა. გორელებმა 42:36 იმარჯვეს და ნახევარფინაში გავიდნენ.

მეოთხედფინალისტთა ბოლო ჯახში „ორბმა“ დაძაბულ ბრძოლაში მოუგო „რუსთავს“. ბოლო წუთებამდე თანაბარი ბრძოლა მიმდიონარეობდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ნიკა ნიკოლაიშვილის აქტიურობამ ზვიად დიდბარიძის გუნდს გამარჯვება მოუტანა 52:44.

ნახევარფინალები ხვალ, 17 ივნისს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.

 

 

 

16 ივნისი. 53-ე სკოლა

აკადემია – დინამო                   57:48 (13:14, 7:7, 23:13, 14:14)

აკადემია: მ. ზურაბაშვილი (19)

დინამო: ი. სულხანიშვილი (21)

 

ჰიუნდაი – მართვე           38:22 (17:4, 4:2, 5:8, 12:8)

ჰიუნდაი: უ. გაგნიძე (12)

მართვე: ლ. მიმინოშვილი (14)

 

სოხუმი – გორი               36:42 (10:12, 10:3, 7:12, 9:15)

სოხუმი: ნ. გიორგაძე (10), თ. ჭიჭინაძე (8)

გორი: ვ. ქურდაძე (26)

 

ორბი – რუსთავი        52:44 (8:10, 14:9, 11:10, 19:15)

ორბი: ნ. ნიკოლაიშვილი (18)

რუსთავი: გ. ტაბაღუა (10)