ორბი მე-3 ადგილის მფლობელია

ორბი მე-3 ადგილის მფლობელია

მესამე ადგილის მფლობელი თბილისის „ორბი-კარდინალები“ გახდა. ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილმა გუნდმა ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში „გორი“ 50:30 დაამარცხა.

 

გორელებმა პირველი მეოთხედი 10:7 მოიგეს, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს. მეორე და მესამე პერიოდები „ორბმა“ ერთნაირი, 9-ქულიანი სხვაობით მოიგო და მატჩის ბედი ბოლო მეოთხედის დაწყებამდე გადაწყვიტა.

 

ფინალური მატჩი, რომელშიც “აკადემია” და “ჰიუნდაი” შეხვდებიან, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დღეს,14:30 დაიწყება.

 

18 ივნისი. საკალათბურთო აკადემია

მე-3 ადგილისთვის

ორბი – გორი                   50:30 (7:10, 11:2, 21:12, 11:6)

ორბი: გ. გორგაძე (18), ნ. ნიკოლაიშვილი (14)

გორი: ვ. ქურდაძე (14), ვ. თავაქარაშვილი (8)