საქართველოს 2004 წელს დაბადებულთა ფესტივალზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

საქართველოს 2004 წელს დაბადებულთა ფესტივალზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

დასრულდა საქართველოს 2004 წელს დაბადებულთა მინი-კალათბურთის ფესტივალის ჯგუფური ეტაპი. 3 ჯგუფში გადნაწილებული 14 გუნდიდან რვამ პლეი ოფის საგზური მოიპოვა და წარმატებული გუნდები 4 ივლისიდან მეოთხედფინალიდან დაიწყებენ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას.
გათამაშების ფორმატის თანახმად, პლეი ოფში გავიდნენ ჯგუფის გამარჯვებულები, მეორეადგილოსნები და 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი. ვინაიდან ჯგუფებში გუნდების არათნაბარი ოდენობაა, „ბ“ და „გ“ ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ბოლო ადგილზე გასულთან ნაჩვენები შედეგი გაუბათილდათ. ამან სამივე ჯგუფის მესამეადგილოსანი გაათანაბრა და აღმოჩნდა, რომ პლეი ოფში „აკადემია“ და „აქსე“ გავიდნენ, „ოვერტაიმს“ კი საამისოდ ბურთების შეფარდება არ ეყო.
ჯგუფებში გამარჯვებულები გახდნენ – „იბერი“, აჭარის ნაკრები და “ჰიუნდაი”. ჯგუფური ეტაპის საბოლოო ცხრილს და პლეი ოფის ბადეს ქვემოთ ნახავთ. 4 ივლისს საკალათბურთო აკადემიაში  მეოთხედფინალები 14:00 საათიდან დაიწყება.