თბილისის ფესტივალი მინი-კალათბურთში აკადემიას გამარჯვებით დასრულდა

თბილისის ფესტივალი მინი-კალათბურთში აკადემიას გამარჯვებით დასრულდა

გალერეათბილისის მინი-კალათბურთის ფესტივალი 2004 წელს დაბადებულთა შორის დღეს საკალათბურთო აკადემიაში ფოიერვერკით დასრულდა. ფინალური მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოებასთან ერთად კიდევ რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. დაჯილდოვდნენ ასევე 1 კვირის წინ დასრულებული 2003 წელს დაბადებულთა თბილისის ფესტივალის პრიზიორები და მოეწყო 2004-წლიანთა საქართველოს ფესტივალის გახსნა.

2004-წლამდელთა ფინალში ერთმანეთს აკადემია და ჰიუნდაი შეხვდნენ. მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. „აკადემიამ“ პირველი მეოთხედი 10 ქულით – 14:4 მოიგო, თუმცა მეორე პერიოდი ამდენივე სხვაობით დათმო და შესვენებაზე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა  – 27:27.

თანაბარი თამაში ბოლო წუთებამდე გაგრძელდა და საბოლოოდ ყველაფერი გიორგი ოჩხიკიძის შედეგიანობამ გადაწყვიტა. ბათუმელი მოზარდი, რომელიც „აკადემიას“ მხოლოდ თბილისის ფესტივალზე დაემატა, შეუჩერებელი იყო. გიორგიმ საბოლოო 38 ქულა ჩააგდო, მისი ბოლო 2 ორქულიანი კი გადამწყვეტი აღმოჩნდა. აკადემიამ 47:44 გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მესამე ადგილისთვის მატჩში კი „იბერმა“ „ოვერტაიმს“ 27:21 აჯობა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.
სანამ 2004-წლიანთა დაჯილდოება გაიმართებოდა, საკალათბურთო აკადემიაში საზეიმოდ გაიხსნა 2003-წლიანთა საქართველოს ფესტივალი. ტურნირის მონაწილე 15-ივე გუნდი დარბაზში შეიკრიბა. მონაწილეებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა ნუგზარ კევლიშვილმა მიმართეს.
მინი-კალათბურთის ფესტივალი ხორციელდება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით.

2003 წელს დაბადებულთა ფესტივალის მესამე და მეორე ადგილებზე გასული გუნდები – დინამო და ოვეტრაიმი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა დათო გოცირიძემ და ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვეს. 2004-წლიანთა ბრინჯაოს პრიზიორ იბერს და ვერცხლისმედალოსან ჰიუნდაის შესაბამისი მედლები კავშირის წევრებმა მამუკა ლომიძემ და ლევან წულაიამ გადასცეს.

ტურნირზე დაწესებული იყო მაყურებელთა სიმპათიისა და საუკეთესო მოთამაშის პრიზები. 2003-წლიანებში საუკეთესო მოთამაშეს, აკადემიელ ლუკა დოლიძეს სპეციალური პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა გადასცა, ხოლო მაყურებელთა სიმპათია, „აქსეს“ წევრი ნიკა თოთლაძე ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვა.
2004-წლამდელებში საუკეთესო მოთამაშედ აკადემიელი გიორგი ოჩხიკიძე დაასახელეს, რომელიც ლევან წულაიამ დააჯილდოვა, მაყურებელთა სიმპათიას, ჰიუნდაელ გეგა წულაიას კი პრიზი მამუკა ლომიძემ გადასცა.
კომპანია პალიტრა-მედიამ ფესტივალის მონაწილე ყველა გუნდის 2-2 გამორჩეული მოთამაშისთვის საჩუქრად წიგნები დააწესა, რომელიც მოთამაშეებს პალიტრა-მედიას წარმომადგენელმა, სოფო საყევარიშვილმა დაურიგა.
დაბოლოს, დუბლის შემსრულებელი საკალათბურთო აკადემიის გუნდი, რომელიც ორივე ასაკში – 2003 და 2004-წლიანებშიც ჩემპიონი გახდა, საჩემპიონო თასებით ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ბავშვთა და ეროვნული ცენტრის უფროსმა ნუგზარ კევლიშვილმა დააჯილდოვეს. მათვე გადასცეს პირველადგილოსნებს მედლები და შესაბამისი სიგელები.
დღეიდან სტარტს 2003-წლიანთა საქართველოს ფესტივალი აიღებს, რომელიც 29 ივნისამდე გაგრძელდება.

თბილისის 2004 წელს დაბადებულთა მინი კალათბურთის  ფესტივალი
ფინალი
ჰიუნდაი 44:47 აკადემია
4:14, 13:3, 14:17, 13:13
ჰიუნდაი: დაბრუნდაშვილი (14), ლურსმანაშვილი (11)
აკადემია: ოჩხიკიძე (38)
მე-3 ადგილისთვის
იბერი 27:21 ოვერტაიმი
7:4, 1:7, 10:6, 9:4