დღეს, ქუთაისის ოლიმპიურ სასახლეში მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალური ტურნირის ფინალი გაიმართება. ბოლო რაც აღნიშნული ტურნირი ქუთაისში იმართება, პირველად ხდება, რომ სატიტულო მატჩი მასპინძელთა გუნდის გარეშე ჩაივლის. მემორიალის ფინალში ერთმანეთს თბილისური გუნდები – “დელტა” და “თსუ-ჰიუნდაი” დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ ქორქია-საკანდელიძის მემორიალში სუპერლიგის 8 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 2 ჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი. ჩატარებული 1 წრის შემდეგ ფინალში ჯგუფის გამარჯვებულები – “დელტა” და “თსუ-ჰიუნდაი” გავიდნენ. “დელტას” მიმდინარე სეზონში უკვე მოგებული აქვს ერთი ტიტული – გასული წლის ოქტომბრის თვეში ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო, რაც შეეხება “თსუ-ჰიუნდაის”, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი სუპერლიგის დებიუტანტია და ფინალურ მატჩში პირველად მონაწილეობს.
ქუთაისის სპორტის სასახლეში ფინალური მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.