დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, 13:00 საათზე, “ბათუმისა” და “დინამოს” მატჩით (LIVE-სტატისტიკა) დაიწყო ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი. აღნიშნული შეჯიბრი 2006 წლიდან იმართება და ბოლო 2 წელია, მას ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიური ქუთაისი მასპინძლობს.
ქორქია-საკანდელიძის რიგით მე-14 მემორიალში სუპერლიგის 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.
„ა“ ჯგუფი: დინამო, დელტა, მგზავრები, ბათუმი
„ბ“ ჯგუფი: ქუთაისი, თსუ-ჰიუნდაი, ოლიმპი, კაკტუსი
4, 5 და 6 თებერვალს გაიმართება ჯგუფის თამაშები, რის შედეგადაც ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ფინალში გავლენ. ფინალური მატჩი ქუთაისის სპორტის საახლეში 8 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართება.
თამაშების LIVE-სტატისტიკის თვალყურის დევნება ჩვენს ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე შეგეძლებათ:
http://gbf.ge/tournament/sakandelidze-qorqia/schedule