13 ოქტომბერს თსუ ბათუმს სუპერთასისთვის დაუპირისპირდება

13 ოქტომბერს თსუ ბათუმს სუპერთასისთვის დაუპირისპირდება

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს გასული სეზონის საქართველოს ჩემპიონი თსუ და თასის გათამაშების ფინალისტი “ბათუმი” გაითამაშებენ. ეს გახლავთ ერთ-ერთი ოფიციალური ტიტული, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 2008 წლიდან ათამაშებს და მისთვის ერთმანეთს ჩემპიონი და თასის მფლობელი ეცილებიან.

წლეულს ისე მოხდა, რომ ქვეყნის ჩემპიონიც და თასის მფლობელიც ერთი და იგივე გუნდია. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მა 2022-2023 წლების სეზონში  სუპერლიგაც მოიგო და თასის გათამაშებაც. ასეთი შემთხვევა ბოლო 2013 წელს დაფიქსირდა, როცა ორივე ტიტულის მოგებით შსს-აკადემიამ დუბლი შეასრულა. 

თსუ-ს, როგორც ჩემპიონს, სუპერსათასო მატჩში თასის გათამაშების ფინალისტი ბათუმი შეხვდება. ბათუმელებმა გასული სეზონის თასის ფინალში თსუ-თან დაძაბულ ბრძოლაში – 76:78 წააგეს. სწორედ მათ ერგოთ სუპერთასისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება, რადგან თასის მომგები თსუ მოგვიანებით სუპერლიგის ჩემპიონი გახდა.

სუპერსათასო მატჩი თბილისი არენაზე 13 ოქტომბერს, 18:30 საათზე გაიმართება