23 ოქტომბერს სუპერლიგის სეზონი ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს სუპერ თასით გაიხსნება

23 ოქტომბერს სუპერლიგის სეზონი ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს სუპერ თასით გაიხსნება

2022-2023 წლების სუპერლიგის სეზონი 23 ოქტომბერს, ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს სუპერ თასით გაიხსნება!

სუპერთასი ტრადიციულად სეზონის დასაწყისში იმართება რომელშიც ერთმანეთს სუპერლიგის გამარჯვებული და საქართველოს თასის მფლობელი უპირისპირდებიან. შარშანდელი ჩემპიონი „ქუთაისი 2010“-ია, ხოლო თასის გამარჯვებული „ბათუმი“, შესაბამისად ოლიმპიურ სასახლეში,  ერთმანეთს სწორედ აღნიშნული გუნდები შეხვდებიან.

სუპერთასი საქართველოში 2006 წლიდან იმართება და წლევანდელი გათამაშება რიგით მეთექვსმეტეა. გასულ სეზონში ოთარ ქორქიას სახელობის თასის მფლობელი „ქუთაისი-2010“ გახდა.

თამაში ოლიმპიურ სასახლეში, (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) 15:50 საათზე დაიწყება!