საკალათბურთო სეზონი სუპერთასით გაიხსნება

საკალათბურთო სეზონი სუპერთასით გაიხსნება

2021-2022 წლების საკალათბურთო სეზონი სუპერთასით გაიხსნება. ლეგენდარული მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასისთვის მატჩში ერთამანეთს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “რუსთავი” და საქართველოს თასის მფლობელი “ქუთაისი” დაუპირისპირდებიან. 

სუპერთასის მატჩი 17 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 15:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა კოვიდ-უსაფრთხოების მიზნით მაყურებლების გარეშე ჩატარდება.