კახა კალაძე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოეხმაურა

კახა კალაძე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოეხმაურა!

კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავარობის სხდომაზე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოეხმაურა! ⬇🇬🇪2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი განვითარებული ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რომ ეს ჩემპიონატი მათ ქვეყანაში ჩატარებულიყო, თუმცა საქართველომ გაიმარჯვა. ☑მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო და ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ამ ღონისძიებას მომზადებული შევხვდებით - ყოველმხრივ გამართული ინფრასტრუქტურით ქალაქი მზად იქნება.☑ღონისძიების გამართვაზე ისეთ ქვეყნებს ჰქონდა სურვილი და პრეტენზია, როგორიცაა ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, სლოვენია და ამ ქვეყნებს შორის შეირჩა საქართველო, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ძალიან სასიხარულოა და აქაც თითოეული თქვენგანის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა ამ მნიშვნელოვან ტურნირს ღირსეულად ვუმასპინძლოთ.🏀კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მადლობა უხდის ქ.თბილისის მერიას და ბატონ კახა კალაძეს თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის!Kakha Kaladze responded to European Championship 2021 at the Tbilisi Municipal Council meeting! ⬇🇬🇪Group Phase matches of EuroBasket 2021 will be held in Georgia, which is very important. Many developed countries took part in this competition, but Georgia won.☑I would like to thank everyone and wish success. We will be prepared for this event - the city will be ready with all-round infrastructure.☑The countries such as Estonia, Germany, Hungary, Slovenia had the desire and compliance to host this event and Georgia was selected among them, which is a step forward. The role of each of you will be very important to honorably host this significant tournament.🏀Georgian Basketball National Federation thanks to Tbilisi City Hall and Mr. Kakha Kaladze for support!

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on 2019 m. liepos 17 d., trečiadienis