ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება

ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება

ლუკა ალავიძე JuniorNBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება🏀😍 ☑13 წლის კალათბურთელი გაზაფხულზე სლოვენიაში გამართულ Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ კემპზე გამოარჩიეს.☑საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უკვე მე-3 წელია, Junior NBA-ს განხრით ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან თანამშრომლობს და წელს უკვე მესამედ გაუწია ორგანიზება Junior NBA – GBF ლიგას.ლუკა ალავიძე გასული წლის Junior NBA – GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშეა, რომელიც “ზაზა აკადემიაში” ასპარეზობს.☑ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ევროპის საუკეთესო 10 მოზარდს შორის მოხვდა და 7-12 აგვისტოს, ფლორიდის შტატის დედაქალაქ ორლანდოში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავს. ☑ მანამდე, კი ლუკა ალავიძე 31 ივლისიდან 4 აგვისტომდე გუნდთან ერთად ვალენსიაში სპეციალურ მოსამზადებელ კემპს გაივლის.ვრცლად➡http://gbf.ge/news/luka-alavidze-junior-nba-s-msophlios-chempionatze-miemgzavreba

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on 2018 m. liepos 30 d., pirmadienis