საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო და ექსტრავაგანტულმა მოთამაშემ, ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც ტრავმიანობის გამო სათამაშო კარიერა ნაადრევად, წლინახევრის წინ დაასრულა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ხელშეკრულება გააფორმა. სანიკიძე ამ სასწავლებლის საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტი იქნება, რომელიც “ა” ლიგაში ასპარეზობს და მომავალ სეზონში სუპერლიგაში გადასვლის ამბიცია აქვს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა “ა” ლიგაში პირველად გასულ წელს იასპარეზა. კავკასიელებმა ლიგაში ადგილი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შედეგად მოიპოვა და სადებიუტო წელსვე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. კსუ 1-2 ადილზე გასვლის შანსს ბოლო ტურებამდე ინარჩუნებდა, თუმცა საკვანძო მატჩში დამარცხდა და საბოლოოდ მე-4 ადგილს დასჯერდა, რამაც ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.
სანიკიძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა შეთანხმებას, კავკასიის საერთაშორისოუნივერსიტეტის კალათბურთის კლუბის მომავალ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით.
თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია, კსუ-ს კანცლერმა – ვახტანგ წივწივაძემგახსნა. მან შეკრებილ საზოგადოებას ამ მეტად მნიშნელოვანი ინიციატივის დეტალები უფროვრცლად გააცნო და კალათბურთზე, როგორც ერთ–ერთ გამორჩეულ სპორტის სახეობაზე ისაუბრა. კანცლერის თქმით, კალათბურთი ნიჭიერებისა და ფიზიკური შესაძლებლობების საუკეთესოტანდემს წარმოადგენს და უნივერსიტეტი 2019 წლიდან სპორტის ამ მიმართულებით სერიოზულნაბიჯებს გადადგამს.
ამ მიზნით, გადახალისდა გუნდის შემადგენლობაც: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მხარდამხარ გამოცდილი, უმაღლესი კლასის ქართველი და უცხოელი კალათბურთელები ითამაშებენ, ხოლო სამწვრთნელოშტაბს სერბი სპეციალისტი უხელმძღვანელებს. კანცლერმა, ფართო საზოგადოების წინაშე, უნივერსიტეტის ბაზაზე, გრანდიოზული, სპორტული კომპლექსის მშენებლობის საკითხიც გააჟღერა.
შეკრებილ საზოგადოებას, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ევროლიგის წარმატებულმა ვეტერანმა კალათბურთელმა – ვიქტორ სანიკიძემაც მიმართა და ახალიმენეჯმენტით დაკომპლექტებულ კალათბურთის კლუბს წარმატებები უსურვა.
ღონისძიებას სპორტსმენები, კსუ–ს ხელმძღვანელობა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვადაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.