ვიქტორ სანიკიძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის პრეზიდენტი გახდა

ვიქტორ სანიკიძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის პრეზიდენტი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო და ექსტრავაგანტულმა მოთამაშემ, ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც ტრავმიანობის გამო სათამაშო კარიერა ნაადრევად, წლინახევრის წინ დაასრულა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ხელშეკრულება გააფორმა. სანიკიძე ამ სასწავლებლის საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტი იქნება, რომელიც “ა” ლიგაში ასპარეზობს და მომავალ სეზონში სუპერლიგაში გადასვლის ამბიცია აქვს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა “ა” ლიგაში პირველად გასულ წელს იასპარეზა. კავკასიელებმა ლიგაში ადგილი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შედეგად მოიპოვა და სადებიუტო წელსვე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. კსუ 1-2 ადილზე გასვლის შანსს ბოლო ტურებამდე ინარჩუნებდა, თუმცა საკვანძო მატჩში დამარცხდა და საბოლოოდ მე-4 ადგილს დასჯერდა, რამაც ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.

სანიკიძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა შეთანხმებასკავკასიის საერთაშორისოუნივერსიტეტის კალათბურთის კლუბის მომავალ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით.

თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაკსუ- კანცლერმა – ვახტანგ წივწივაძემგახსნამან შეკრებილ საზოგადოებას ამ მეტად მნიშნელოვანი ინიციატივის დეტალები უფროვრცლად გააცნო და კალათბურთზეროგორც ერთერთ გამორჩეულ სპორტის სახეობაზე ისაუბრაკანცლერის თქმითკალათბურთი ნიჭიერებისა და ფიზიკური შესაძლებლობების საუკეთესოტანდემს წარმოადგენს და უნივერსიტეტი 2019 წლიდან სპორტის ამ მიმართულებით სერიოზულნაბიჯებს გადადგამს.

ამ მიზნითგადახალისდა გუნდის შემადგენლობაცკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მხარდამხარ გამოცდილიუმაღლესი კლასის ქართველი და უცხოელი კალათბურთელები ითამაშებენხოლო სამწვრთნელოშტაბს სერბი სპეციალისტი უხელმძღვანელებსკანცლერმაფართო საზოგადოების წინაშეუნივერსიტეტის ბაზაზეგრანდიოზულისპორტული კომპლექსის მშენებლობის საკითხიც გააჟღერა.

შეკრებილ საზოგადოებასსაქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმაევროლიგის წარმატებულმა ვეტერანმა კალათბურთელმა – ვიქტორ სანიკიძემაც მიმართა და ახალიმენეჯმენტით დაკომპლექტებულ კალათბურთის კლუბს წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას სპორტსმენებიკსუ ხელმძღვანელობაადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვადაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.