კალათბურთის სტუდენტური ლიგა 2 მატჩით დაიწყო

კალათბურთის სტუდენტური ლიგა 2 მატჩით დაიწყო

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში  2 მატჩით საქართველოს სტუდენტური კალათბურთის ლიგა დაიწყო. მეორე სეზონია, ეს ტურნირი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თანამონაწილეობით ტარდება და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან შემუშავებული დებულების თანახმად, სტუდენტურის გამარჯვებული ფედერაციის მიერ ორგანიზებული “ა” ლიგის საგზურს მოიპოვებს. გასული სეზონის სტუდენტური ლიგის გამარჯვებულმა ფიზკულტურის ინსტიტუტის გუნდმა უკვე მოიპოვა “ა” ლიგის საგზური და იანვრიდან სუპერლიგის შემდეგ მდგომ ტურნირში ჩაებმება. “ა” ლიგაში ანაცვლების შანსი აქვთ დღეს დაწყებული სუპერლიგის მონაწილეებსაც და ესენი არიან: ილიაუნი, სტუ, გთსუ (თავართქილაძის უნივერსიტეტი), სეუ, თსუ, ქუთაისი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

სტუდენტური ლიგის 7 გუნდი ერთ ჯგუფშია თავმოყრილი და 2 წრის თავზე 4 საუკეთესო ოთხთა ფინალის საგზურებს მოიპოვებს. ნახევარფინალები და ფინალი ერთმატჩიანი იქნება და გამარჯვებული სტუდენტური ლიგის ჩემპიონობასთან ერთად “ა” ლიგის საგზურს მოიპოვებს. 

დღეს ჩატარებული 2 მატჩიდან დაძაბული არც ერთი არ გამოდგა. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა (სტუ) დამაჯერებელი სხვაობით – 100:64 (სტატისტიკა) დაამარცხა სეუ, ხოლო თავართქილაძის უნივერსიტეტმა 109:81 (სტატისტიკა) სძლია თსუ-ს.

სტუდენტური ლიგის მორიგი მატჩები 25 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.