სტუდენტურ ლიგას სტუ და ილიაუნი ლიდერობენ

სტუდენტურ ლიგას სტუ და ილიაუნი ლიდერობენ

დღეს სტუდენტური ლიგის 4 მატჩს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. პირველ მატჩში ილიას უნივერსიტეტმა დამაჯერებელი სხვაობით – 105:68 დაამარცხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი  და 2-დან 2 გამარჯვებით ლიდერთა შორისაა.

დარბაზში ილიაუნის საქომაგოდ ალმებითა და დასარტყამი ინსტრუმენტით შეიარაღებული სტუდენტობა მოვიდა, რომელიც ბოლომდე მხურვალედ უჭერდა მხარს დავით ეძგვერაძის გაწვრთნილ გუნდს. მეტნაკლებად თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ ილიაუნიმ ლიდერობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე მეტოქისთვის წარმატების შანსი არ მიუცია.

გამარჯვებულებს 27 ქულითა და 11 მოხსნით დაჩი დვალაძემ ულიდერა. 19 ქულა გიორგი თამარაშვილმა, ხოლო 14 ქულა და ამდენივე მოხსნა ვასილ კუტალაძემ მიითვალეს. დამარცხებულთაგან 23 ქულით თნგო ხუციშვილი.

სტუდენტურ ლიგაში პირველი მატჩი გამართა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტმა. ქუთაისელები თითქმის მთელი თამაში დამაჯერებლად უგებდნენ სტუ-ს, თუმცა ბოლო პერიოდი 14:24 წააგეს და საბოლოოდ 72:77 დამარცხსნენ. ტექნიკოსთაგან 20 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ლომაშვილი, ხოლო ქუთაისელთაგან 29 ქულით პაპუნა კირთაძე გამოირჩა. სტუ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ლიგაში 3 მატჩი აქვს გამართული და თანაც, სამივე მოგებული.

მომდევნო მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სეუ დაამარცხა – 87:71. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, მანამდე კი ორივე გუნდს ჰქონა წარმატების შანსი. სახელმწიფო უნივერსიტეტელებს 23 ქულით გიორგი ანდღულაძემ ულიდერა. 

ბოლო შეხვედრაში დაძაბული ბრძლა გაჩაჭდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა (თსსუ) და სპორტისა და კულტურის უნივერსიტეტს შორის. შეხვედრის უმეტესობა წინ თსსუ იყო, თუმცა სპორტის უნივერსიტეტელებმა დასკვნით ეპიზოდში მეტოქეს აჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს -79:72. 16 ქულით და 12 მოხსნით გამარჯვებულებს შოთა ლუარსაბიშვილმა ულიდერა. 13 ქულა გიორგი გოგალაძის ანგარიშზეა.

მომდევნო მატჩები 22 ივნისს გაიმართება. 

იხილეთ სტუდენტური მატჩების სტატისტიკა