სტუდენტურ ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და პლეი ოფი იწყება

სტუდენტურ ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და პლეი ოფი იწყება

სტუდენტური ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის 8 მონაწილე 2 ჯგუფში იყო განაწილებული და ჩატარებული 2 წრის შემდეგ ადგილები განაწილდა. პლეი ოფში ყველა გუნდი გავიდა, მხოლოდ დაწყვილება მოხდა რეგულარული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით.

ბოლო ტურში სეუ-ს სძლია და “ა” ჯგუფის გამარჯვებული გახდა სპორტის უნივერსიტეტის გუნდი. სპორტუნის მეტოქე მეოთხედფინალში იქნება “ბ” ჯგუფში ბოლო ადგილზე გასული “ილიაუნი”. ილიას უნივერსიტეტელებმა ბოლო ტურში ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან დამარცხდა.

აღსანიშნავია “ბ” ჯგუფის ცენტრალური მატჩი, რომელშიც ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა ირკვეოდა. გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდმა დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 85:79 სძლია სტუ-ს და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ტექნიკოსები მე-3 ადგილზე ჩამოქვეითდნენ. შესაბამისად, გთსუ-ს მეოთხედფინალში პარალელური ჯგუფის ბოლო ადგილოსანი თსსუ შეხვდა.

მეოთხედფინალური წყვილები სრულად ასე გამოიყურება:

გთსუ (ბ1) – თსსუ (ა4) (8 ივლისი, 19:00)
თსუ (ა2) – სტუ (ბ3) (8 ივლისი, 17:00)

სპორტუნი (ა1) – ილიაუნი (ბ4) (8 ივლისი, 15:00)
აწსუ (ბ2) – სეუ (ა3) (8 ივლისი, 17:00)

პლეი ოფის მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ სტადიაზე სერია ერთ მოგებამდე იქნება, ხოლო ფინალური სერია ორ მოგებამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ლიგის გამარჯვებული ჩემპიონის ტიტულთან ერთად მოიპოვებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ “ა” ლიგის საგზურს მოიპოვებს.