სტუდენტური ლიგა გრძელდება

სტუდენტური ლიგა გრძელდება

საკალათბურთო სტუდენტური ლიგა გრძელდება. დღეს, 14 ივნისს დაგეგმილი 3 მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:

სპორტუნი vs თსსუ   14:30

თსუ vs სეუ   16:15

ილიაუნი vs გთსუ   18:00

შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ლიგის გამარჯვებული პროფესიულ „ა“ ლიგაში ასპარეზობის უფლებას და შესაბამისად, 70 ათასი ლარის ოდენობით საბაზისო დაფინანსებას მოიპოვებს. ეს საუნივერსიტეტო გუნდის წევრებს საშუალებას მისცემს, გადაინაცვლონ პროფესიულ კალათბურთში და „ა“ ლიგაში წარმატების შემთხვევაში მოიპოვონ სუპერლიგის საგზური.

სტუდენტური ლიგის მატჩების სტატისტიკა და თამაშებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: http://gbf.ge/league/student-league