2023 წლის წლის სტუდენტური Aლიგის სეზონი თბილისი არენაში საკვალიფიკაციო მატჩებით გაიხსნა. წინა წელს სტუდენტურ B ლიგაში მეორე ადგილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიკავა, რომელმაც შესაბამისად შემდეგ ასაფეხურზე ანაცვლების შანსი მიიღო. რაც შეეხება მეორე მონაწილე გუნდს, თსსუ-მ 2022 წლის სეზონი ა ლიგაში მე-7 ადგილზე დაასრულა, შესაბამისად წელს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს. სტუდენტური გუნდების პირველი დაპირისპირება დღეს, თბილისი არენაში გაიმართა, რომელშიც ნომინალურმა მასპინძელმა თსსუ-მ, მარტივად, 85:56 დაამარცხა ქუთაისური გუნდი. საკვალიფიკაციო სერია 2 მოგებამდე იმართება და შემდეგი მატჩი კვლავ თბილისი არენაზე 8 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ რომ სტუდენტური ლიგა გახლავთ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ შემუშავებული ერთობლივი პროექტი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და სტუდენტურ გუნდებს პროფესიონალური კალათბურთისკენ უხსნის გზას.
სტუდენტური ლიგა, 2018 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს სტუდენტი კალათბურთელების პროფესიულ სპორტში ჩართვას, სტუდენტური გულშემატკივრობის გაძლიერებას, უმაღლეს სასწავლებლებსა და ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ლიგის გამარჯვებული გუნდი საქართველოს საუნივერსიტეტო ლიგის ჩემპიონი გახდება და მომდევნო, 2023-2024 წლების სეზონის საქართველოს „ა“ ლიგაში იასპარეზებს, სადაც შესაბამის დაფინანსებას მიიღებს და სუპერლიგის საგზურისთვის იბრძოლებს!