სუპერლიგის მეორე ტურის დარჩენილი შეხვედრები დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გაგრძელდა.
შეგახსენებთ,
რომ გუშინ ,,რუსთავი“ საკუთარ მოედანზე ,,ქუთაისთან“ 61:98 დამარცხდა,
ხოლო თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბათუმში გასვლაზე მასპინძლებთან 77:68 იმარჯვა.
დღეს კი ერთმანეთს
სოხუმისა და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი
ნახევარი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ კი ,,მედიკოსთა”
2 ქულიანი უპირატესობით დასრულდა -39:37
მესამე მეოთხედი კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული
გამოდგა. აღნიშნული პერიოდის დამათავრებამდე 2 წუთითა და რამდენიმე წამით ადრე მინიმალური
სხვაობით წინ ,,სოხუმი” გაიჭრა -55:54, მესამე
მეოთხედის დარჩენილი 2 წუთის განმავლობაში გუნდებმა გარდამავალი უპირატესობით ითამაშეს,
საბოლოოდ კი პერიოდი სოხუმელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 62:59 დასრულდა.
მეოთხე პერიოდში
კვლავაც სოხუმელებმა იაქტიურეს და სასურველ მიზანსაც მიაღწიეს – მეტოქე სოლიდური სხვაობით,
ანგარიშით 88:70 დაამარცხეს.
გამარჯვებულებს
31 ქულით ლაშა ფარღალავამ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ლევან ფაცაციამ შეასრულა, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 26 ქულა,
11 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
რაც შეეხებათ
,,მედიკოსებს”, მათ შემადგენლობაში ბექა ბექაური
გამოირჩა, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა.
შეგახსენებთ,
რომ დღეს თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მეორე ტურის დარჩენილი 2 მატჩი გაიმართება.
14 საათზე ,,არმია” – ,,დინამოს”, ხოლო 16 საათზე შსს- სტუ-ს დაპირისპირება შედგება.