სოხუმმა თსსუ ბოლოს გატეხა

სოხუმმა თსსუ ბოლოს გატეხა

 სუპერლიგის მეორე ტურის დარჩენილი შეხვედრები დღეს  თბილისის სპორტის სასახლეში გაგრძელდა.

 შეგახსენებთ,
რომ გუშინ ,,რუსთავი“ საკუთარ მოედანზე ,,ქუთაისთან“ 61:98 დამარცხდა,

ხოლო თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბათუმში გასვლაზე მასპინძლებთან 77:68 იმარჯვა.

 დღეს კი ერთმანეთს
სოხუმისა და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი
ნახევარი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ კი ,,მედიკოსთა”
2 ქულიანი უპირატესობით დასრულდა  -39:37

მესამე მეოთხედი კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული
გამოდგა. აღნიშნული პერიოდის დამათავრებამდე 2 წუთითა და რამდენიმე წამით ადრე მინიმალური
სხვაობით წინ ,,სოხუმი” გაიჭრა -55:54,  მესამე
მეოთხედის დარჩენილი 2 წუთის განმავლობაში გუნდებმა გარდამავალი უპირატესობით ითამაშეს,
საბოლოოდ კი პერიოდი სოხუმელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 62:59 დასრულდა.

 მეოთხე პერიოდში
კვლავაც სოხუმელებმა იაქტიურეს და სასურველ მიზანსაც მიაღწიეს – მეტოქე სოლიდური სხვაობით,
ანგარიშით 88:70 დაამარცხეს. 

 გამარჯვებულებს
31 ქულით ლაშა ფარღალავამ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ლევან ფაცაციამ  შეასრულა, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 26 ქულა,
11 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

 რაც შეეხებათ
,,მედიკოსებს”, მათ შემადგენლობაში  ბექა ბექაური
გამოირჩა, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა.

 შეგახსენებთ,
რომ დღეს თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მეორე ტურის დარჩენილი 2 მატჩი გაიმართება.
14 საათზე ,,არმია” – ,,დინამოს”, ხოლო 16 საათზე შსს- სტუ-ს დაპირისპირება შედგება.