მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში

მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში

ალექს მერკვილაძემ ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებულ ლიგაში (BNXT) კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისმა „დონარ გრონინგენმა“ სტუმრად „როტერდამი“ 13 ქულის სხვაობით, 83:70 დაამარცხა.

სულ რაღაც ოთხი დღის წინ, ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში (ENBL) კვიპროსულ „აელ-თან“ მოპოვებული პირველი პროფესიული ორმაგი დუბლის (21 ქულა, 12 მოხსნა) შემდეგ, ალექსმა ახალ ზენიტს მიაღწია და ქულებში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა — მისმა ანგარიშმა 30 ქულა შეადგინა.

ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 32 წუთი და 41 წამი ითამაშა. მან სროლებში მაღალი სიზუსტე აჩვენა: 5-დან 3 სამქულიანი, 9-დან 7 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, მის აქტივში 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. მერკვილაძე დამსახებულად დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP).

ამ გამარჯვებით „გრონინგენმა“ 7 მატჩიდან მე-4 მოგება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას მერკვილაძის გუნდი 4 დეკემბერს, სტუმრად „ბრიუსელის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 5 მოგებითა და 2 მარცხით მესამე პოზიციას იკავებს.