აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონია

აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონია

14-წლამდელთა ჩემპიონი აკადემია გახდა, რომელმაც ქუთაისის გუნდი ფინალური სერიის მეორე მატჩში 86:73 დაამარცხა, სერიაში 2:0 იმარჯვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  მატჩი თავიდანვე აკადემიელთა სასარგებლოდ დაიწყო, რომლებიც საწყის მეოთხედში 21:15 დაწინაურდნენ, ხოლო დიდ შესვენებაზე  20-ქულიანი სხვაობით, 50:30 გავიდნენ. აკადემიამ მოპოვებული უპირატესობა მესამე მეოთხედშიც შეინარჩუნა (75:55), ქუთაისლებმა კი ვერც დასკვნით პერიოდში მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

აკადემიის გუნდს ულიდერა გიორგი ცირიკიძემ, რომრლმაც 43 ქულა, 13 მოხსნა მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი და მატჩის ბომბარდირი გახდა, ,,ქუთაისის” შემადგენლობაში კი 23 ქულით თავი იოანე გუბაევმა გამოიჩინა.  ორმაგი დუბლი შეასრულა გუბაევის თანაგუნდელმა ლადო ფურცხვანიძემ, რომელმაც საკუთარ აქტივში 17 ქულა და13 მოხსნა ჩაიწერა.