დღეს თბილისის სპორტის სასახლეში 14-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართა.
,,1-ლმა ექსპერიმენტულმა ჰიუნდაიმ’’ 70:56 დაამარცხა კარდინალები და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა ხვალ სპორტის სასახლეში 14:00 საათზე გაიმართება.
შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, რუსთავში ერთმანეთს რუსთავი-გორი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გორის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე დამაჯერებლად 83:69 დაამარცხა და ფინალური საგზური მოიპოვა.
გაგაცნობთ აღნიშნული შეხვედრების გამორჩეულ მოთამაშეებს.
თბილისის კარდინალები – 1-ელი ექსპერიმენტული ჰიუნდაი 56:70
თბილისის კარდინალები: რომა ჩალაბოვი – 15ქულა,8მოხსნა; გიორგი მამალაძე – 13ქულა; გიორგი ჯაფარიძე – 11ქულა.
1-ლი ექპერიმენტული ჰიუნდაი: კონსტანტინე ფიფია – 20ქულა, 10მოხსნა; გიგა ბითაძე – 15ქულა, 10მოხსნა; ზაურ ჯანელიძე – 10ქულა, 11მოხსნა, 4 დაფარება.
რუსთავი – გორი 69:83
რუსთავი: საბა საბიაშვილი 30 ქულა, 15 მოხსნა, ვახტანგ გაფრინდაშვილი – 19 ქულა
გორი: გიორგი პაპიაშვილი – 31 ქულა, 25 მოხსნა, რატი მდივანი – 19 ქულა, 10 პასი, გიორგი ხუბულაშვილი – 13 ქულა, ვახტანგ მჭედლიძე – 9 ქულა, 17 მოხსნა