გორი ფინალშია, ,,1-ლმა ექსპერიმენტულმა ჰიუნდაიმ’’ კი სერიაში ანგარიში გაათანაბრა

გორი ფინალშია, ,,1-ლმა ექსპერიმენტულმა ჰიუნდაიმ’’ კი სერიაში ანგარიში გაათანაბრა

დღეს თბილისის სპორტის სასახლეში 14-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართა.

,,1-ლმა ექსპერიმენტულმა ჰიუნდაიმ’’ 70:56 დაამარცხა კარდინალები და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა ხვალ სპორტის სასახლეში 14:00 საათზე გაიმართება.

შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, რუსთავში ერთმანეთს რუსთავი-გორი დაუპირისპირდნენ.  შეხვედრა გორის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე დამაჯერებლად 83:69 დაამარცხა და ფინალური საგზური მოიპოვა.

გაგაცნობთ აღნიშნული შეხვედრების გამორჩეულ მოთამაშეებს.

თბილისის კარდინალები – 1-ელი ექსპერიმენტული ჰიუნდაი 56:70

თბილისის კარდინალები: რომა ჩალაბოვი – 15ქულა,8მოხსნა; გიორგი მამალაძე – 13ქულა; გიორგი ჯაფარიძე – 11ქულა.

1-ლი ექპერიმენტული ჰიუნდაი: კონსტანტინე ფიფია – 20ქულა, 10მოხსნა; გიგა ბითაძე – 15ქულა, 10მოხსნა; ზაურ ჯანელიძე – 10ქულა, 11მოხსნა, 4 დაფარება.

რუსთავი – გორი 69:83

რუსთავი: საბა საბიაშვილი 30 ქულა, 15 მოხსნა, ვახტანგ გაფრინდაშვილი – 19 ქულა

გორი: გიორგი პაპიაშვილი – 31 ქულა, 25 მოხსნა, რატი მდივანი – 19 ქულა, 10 პასი, გიორგი ხუბულაშვილი – 13 ქულა, ვახტანგ მჭედლიძე – 9 ქულა, 17 მოხსნა