16-წლამდელებმა მორიგი ტური აკადემიაში ჩაამთავრეს

16-წლამდელებმა მორიგი ტური აკადემიაში ჩაამთავრეს

16-წლამდელთა ჩემპიონატის  მე-4 ტური დღეს ვაკეში მდებარე აკადემიის დარბაზში
გაგრძელდა. დღის პირველ შეხვედრაში ,,კარდინალი-ორბმა” დიდი სხვაობით, 63:44 დაამარცხა  ავერსი 2.

,,კარდინალმა” ყველა კომპონენტში დაჯაბმა
მეტოქე და მატჩში დამაჯერებლად იმარჯვა. მოგებულებს დიმა ბობილევმა ულიდერა, რომელმაც
12 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა,  ხოლო ავერსელთაგან გიორგი რეხვიაშვილი გამოირჩა, რომელიც
ასევე ორმაგი დუბლი ავტორი გახდა – 12 ქულა და 14 მოხსნა.

,,აკადემიამ” ,,რუსთავი 2”-ს უმასპინძლა და მეტოქე 26-ქულიანი
სხვაობით 76:50 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში საუკეთსო  რატი  ნონიკაშვილმა
იყო,  რომელმაც 22 ქულა მიითვალა, ხოლო რუსთაველებს
15  ქულა გიგი გოგობერიშვილმა შესძინა.

საინტერესო გამოდგა ,,ზაზასა” და  ,,ფოთის” დაპირისპირება. მატჩის სტუმართა უპირატესობით
დაიწყო, ,,ფოთმა”ტაიმში 28:23 იმარჯვა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა
მოახერხეს მობილიზება, თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხაშეიტანეს და შეხვედრა 3 ქულის
სხვაობით, 55:52 მოიგეს. 

,,ზაზას” რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშა დ ორმა მოთამაშემ
შეასრულა:თორმიკა რაზმაძემ(17ქ.18მ) და მამუკა ბაზუაშვილმა(10ქ.16მ), ხოლო სტუმართა
რიგებში  24 ქულითა და 19 მოხსნით ორმაგი დუბლი
ჯანო ბერაიას  ანგარიშზეა.

თსსუ-მ დიდი ანგარიშით, 91:37  დაამარცხა დებიუტანტი ,,კაკტუსი”. სამედიცინოს  32 ქულით ლუკა ზაქრაძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი
ნიკო ლომიძემ შეასრულა – 20 ქულა და 14 მოხსნა.

  რაც შეეხება
,,კაქტუსს” მის რიგებში ხვიჩა ხოსიტაშვილი გამოირჩა, რომელმაც 29 ქულითა და 31 მოხსნით
ორმაგი დუბლი მიითვალა.

  საინტერესოდ
ჩაიარა axe-ისა  და ,,ლომების”
დაპირისპირებამ, სადაც 8-ქულიანი სხვაობით დებიუტანტმა axe-მ
იმარჯვა – 49:41. მოგებულებს 20 ქულით გიორგი თევდორაშვილმა ულიდერა, ხოლო ,,ლომების”
რიგებში ორმაგი დუბლი საბა გველესიანისა(20ქ.23მ) და თემურ ზედგენიძის (10ქ.14მ) ანგარიშზეა.

ტურის დასკვნით მატჩში შსს აკადემიამ ,,კარდინალი-ორბი”
2 დამაჯერებლად, ანგარიშით 61:46 დაამარცხა. შსს-ს 21 ქულით სოლომონ როსტიაშვილმა ულიდერა,
ხოლო ორმაგი დუბლი ვილი ისიანმა (17ქ.24მ) და ლუკა გიორგაძემ(11ქ.10მ) შეასრულეს.

,,კარდინალი 2”-ის რიგებში კი გიგი ტუღუში გამოირჩა,
რომელიც 10 ქულითა და 24 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.