16-წლამდელებმა რეგულარული ჩემპიონატი დაასრულეს

16-წლამდელებმა რეგულარული ჩემპიონატი დაასრულეს

16-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატის დასასრულს ერთმანეთს

,,ფოთი” – ,,ქუთაისი”  და ,,ბათუმი” – ,,ავერსი”
დაუპირისპირდნენ.

ქუთათურებმა ფოთში ანგარიშით 88:70 იმარჯვეს. მასპინძელთაგან ორმაგი
დუბლი გოდერძი ფაციამ (29ქ.10მ) და ჯანო ბერაიამ(13ქ.15მ) მიითვალეს, ხოლო ,,ქუთაისს”
21 ქულა დათო ქარციძემ შესძინა.

,,ბათუმისა” და ,,ავერსის” შეხვედრა ბათუმელთა მოგებით
დასრულდა. მასპინძლებმა იოლად – 88:45 იმარჯვეს. ,,ავერსის” რიგებში 15 ქულით ნიკა
კაკაბაძე გამოირჩა, ხოლო 12  ქულითა და ამდენივე
მოხსნით ორმაგი დუბლი კოტე ფოჩხუამ შეასრულა. გამარჯვებულთა შორის  საუკეთესო ირაკლი ემირიძე გახლდათ, რომელმაც 21 ქულა
დააგროვა.

 16-წლამდელთა
პლეიოფში მეოთხედფინალური შეხვედრები თითო მოგებამდე ჩატარდება, ხოლო ნახევარფინალური
და ფინალური სერიები ორ მოგებამდე გაგრძელდება.