ერთთვიანი შესვენების შემდეგ 16-წლამდელთა ჩემპიონატი
განახლდა. საკალათბურთო აკადემიაში გადადებული მატჩი გაიმართა,
რომელშიც ერთმანეთს
პირველი ჯგუფის დაუმარცხებელი გუნდები – „შსს-აკადემია“ და „რუსთავი 1“ შეხვდნენ.
ამ მატჩამდე ორივე გუნდს 6-6 მატჩი ჰქონდა მოგებული
და გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილზე გადადიოდა. იმედი, რომ დაძაბული და საინტერესო
მატჩი იქნებოდა, არ გამართლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა მეტოქეს
იოლად მოიგო. პირველი ტაიმის შემდეგ თბილისელები 27:14 იგებდნენ, მეორეში კი უპირატესობა
კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოოდ 25 ქულის სხვაობით – 63:38 იმარჯვეს.
აკადემიელთა შორის საუკეთესო შედეგი 16-წლამდელთა ნაკრების
წევრმა, ვილი ისიანმა დააფიქსირა, რომელმაც 17 ქულა და 30 მოხსნა მოაგროვა. მისმა თანაგუნდელმა,
ვასილ მჭედლიშვილმა, თავი 12 ქულას და 8 მოხსნას მოუყარა. რუსთაველთაგან საუკეთესო
გიგი გოგობერიშვილი გახლდათ, რომელმაც 10 ქულასთან ერთად 8 მოხსნა მოაგროვა.
„შსს-აკადემიამ“ მეშვიდე მატჩი მოიგო და თავის ჯგუფში
პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
შსს აკადემია – რუსთავი1 63:38