16-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩებს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

16-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩებს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

დღეს მეოთხედფინალებით დაიწყო 16-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი. სერია 3 მოგებამდე გრძელდება, დღეს კი ოთხივე წყვილის პირველ მატჩებს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

ყველაზე არათანაბარი ბრძოლა პირველ მატჩში შედგა, რომელშიც ერთმანეთს ზაზა 1 და რუსთავი შეხვდნენ. უილ სმიტის გაწვრთნილმა ზაზას აკადემიის პირველმა გუნდმა დამაჯერებლად –  92:64 დაამარცხა ზურა მაჭავარიანის რუსთავი და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

მეორე შეხვედრაშიც ზაზას აკადემიის, ოღონდ მეორე გუნდი მონაწილეობდა, რომელიც ქუთაისთან 60:68 დამარცხდა. იმარჯვა ქუთაისელთა მეორე გუნდმაც, რომელმაც ოვერტაიმის წინააღმდეგობა ბოლო პერიოდში დაძლია.

ყველაზე დაძაბული გახლდათ ჰიუნდაისა და აჭარის ნაკრების მეოთხედფინალური მატჩი. ზღვისპირელები ბოლო წუთებამდე უგებდნენ მასპინძლებს, თუმცა ირაკლი ჩერქეზიშვილისა და ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ 4 ქულით დაამარცხეს ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილი აჭარლები.

მეოთხედფინალური სერიის მომდევნო, მეორე მატჩები 12 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

იხილეთ დღევანდელი მატჩების სრული სტატისტიკა და ფოტოგალერეა:

ზაზა 1 – რუსთავი 92:64

ზაზა 2 – ქუთაისი 60:68

ოვერტაიმი – ქუთაისი 2 70:82

ჰიუნდაი – აჭარის ნაკრები 72:68