დღეს 16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი თამაშები რეგიონებში
გაიმართა. ,,ა” ჯგუფში რუსთაველთა დერბი შედგა- ,,რუსთავი 1“ ,,რუსთავი
3“-ის წინააღმდეგ.
მატჩის პირველი პერიოდი
რუსთავის მესამე გუნდის სასარგებლოდ დასრულდა 17:14, თუმცა მეორე მეოთხედიდან სიტუაცია
რადიკალურად შეიცვალა, წინ ,,რუსთავი 1“ გავიდა
და საბოლოოდ დიდი სხვაობით, 94:37 დაამარცხა მეტოქე.
მოგებულთაგან საუკეთესო შედეგი ჰქონდა კონსტანტინე
ბიწაძეს-26 ქულა, 11 მოხსნა, 20 ქულით კი გიგი გოგობერიშვილი გამოირჩა. ,,რუსთავი
3“-ის რიგებში 15 ქულა და 10 მოხსნა გიორგი გრიგორაშვილის ანგარიშზეა.
მეორე მატჩი
ბათუმში შედგა. ,,ბ“ ჯგუფში ,,ბათუმი“ ,,იმედს“ დაუპირისპირდა. მასპინძელბმა
დიდი ანგარიშით 102:42 სძლიეს მეტოქეს. ,,ბათუმელებში“ ყველაზე მეტი, 46 ქულა ლევან
ბაბილოძემ დააგროვა, ალეკო ანანიძემ 10 ქულითა და 14 მოხსნით ორმგი დუბლი მიითვალა.ორმაგი დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა გურამ ევგენიძეს-17
ქულა, 9 მოხსნა.
დედაქალაქს მიღმა, დღეს, ,,ბ“ ჯგუფის
კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდა. ქუთაისმა ,,ქუთაისი 1-სა“ და ,,რუსთავი 2-ს“ დაპირისპირებას
უმასპინძლა. ქუთაისმა, საკმაოდ იოლად დაამარცხა რუსთავის გუნდი – 110:59. მოგებულთაგან,
20 ქულა და 11 მოხსნა ვიტალი ცქიფურიშვილის ანგარიშზეა, ,,რუსთაველმა“ გუგა პატაშურმა
კი 29 ქულა მოაგროვა.