თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-3 მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს “ზაზა 1” და “ჰიუნდაი” დაუპირისპირდნენ.
მატჩი ძალიან სწრაფი, ემოციური და სანახაობრივი გამოვიდა იმის მიუხედავად, რომ ანგარიშში 20-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. მეტიც, ზაზას აკადემიელები თამაშის მსვლელობისას 30 ქულითაც უგებდნენ მეტოქეს, რომელიც არ დუნდებოდა და მაინც ბოლომდე იბრძოდა. თუმცა “ზაზას” კალათბურთელები ისე კარგად თამაშობდნენ, ჰიუნდაელთა ბრძოლას შედეგი არ მოჰყოლია. გამართული და ზუსტი თამაშის წყალობით ზაზას აკადემიელებმა პირველი პერიოდი 25:17 მოიგეს, ხოლო მეორეში უკვე ხელჩასაჭიდ უპირატესობს დაეპატრონნენ და დიდ შესვენებაზე 21-ქულიანი ჰანფიკაპით გავიდნენ.
უბადლოდ თამაშობდა “ზაზას” ყველა რგოლი. როგორც წინა, ისე უკანა ხაზში აკადემიელებს არაფერი უჭირდათ. უილ სმიტისა და ნიკა ნიბლაძის გაწვრთნილმა “ზაზამ” მეტოქეს ყველანაირი მცდელობა ჩაუხშო და საბოლოოდ დამაჯერებლად – 83:63 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. გამორჩეულად გაისარჯა გუჯა ხვედელიძე, რომელმაც 25 ქულას 16 მოხსნაც მოაყოლა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 12 ქულა ჰქონდა საბა მურღულიას, ხოლო 11 – გიორგი მოსიაშვილს. “ჰიუნდაიში” 20 ქულით საუკეთესო იყო კოსტანტინე სუხიშვილი, ალექსანდრე ფაღავას ანგარიშზე კი 13 ქულა დაგრვდა.
ფინალურ სერიაში საერთო ანგარიში 2:1 გახდა და თუკი 16 ივნისს დაგეგმილ სერიის მე-4 მატჩსაც მოიგებს, “ზაზა” ჩემპიონი გახდება. არადა, სერიის გადამწყვეტი, საჩემპიონო შეხვედრა დაინიშნება.